13:42 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-10 14:59:47, 465 ნახვა

პოლიტიკა
გია ვოლსკი - „ნაციონალური მოძრაობის“ ყველაზე დიდი დანაშაული ის არის, რომ 20 % ოკუპირებულია

ვფიქრობ, პასუხისგება ბევრ ადამიანს მოუწევს, მით უმეტეს, დღესაც გრძელდება მცდელობა, რომ მმართველობაში კვლავ ეს სისტემა დაბრუნდეს,- ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა გია ვოლსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების სამართლებრივი შეფასების ჩატარების მიზნით, პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივაზე ისაუბრა.

მისი თქმით, „ფაქტი, რომ საქართველოს ტერიტორიების 20%-ი ოკუპირებულია, [„ნაციონალური მოძრაობის“] დანაშაულთა შორის ყველაზე დიდი დანაშაულია“.

„ათეულობით ადამიანი მხოლოდ იმიტომ დაიღუპა, რომ სააკაშვილი ბოლო წუთამდე გვარწმუნებდა, რომ რუსეთს არ აქვს არანაირი ინტერესი ცხინვალში თუ აფხაზეთში შემოსვლის.

თვითონ ამ პერიოდის დანაშაულებია შესაფასებელი, თავი რომ დავანებოთ იმ სადისტურ, სისტემურ დანაშაულებს, რაშიც ყველა ოპოზიციონერი პოლიტიკოსი იღებდა მონაწილეობას, რომელიც პოლიტიკურ ველზეა“,- განაცხადა ვოლსკიმ.

ცნობისთვის, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა განაცხადა, რომ საგაზაფხულო სესიის პირველივე კვირაში შეიქმნება 2003-12 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისია - საქართველოს პარლამენტის მიერ დამტკიცებული დასკვნა გადაეცემა საქართველოს პროკურატურას და სხვა შესაბამის ორგანოებს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შემდგომი ზომების მიღებისა და დამნაშავეთა დასჯის უზრუნველყოფის მიზნით.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
დააკავეს კაცი, რომელმაც მიუსაფარი ძაღლი დაჭრა
სინდისის პატიმრების ოჯახის წევრები საზოგადოებას აქტიურობისკენ და მხარდაჭერისკენ მოუწოდებენ
დეკანოიძე - ოცნება თავად ასხივებს უწიგნურობას, ძალადობას და სიძილვილს, თუმცა სხვებს აპატიმრებს
ქართველი დიპლომატები და საზოგადოება რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონების ანექსიური პროცესებისა და უსაფრთხოების რისკების გაძლიერებასთან დაკავშირებით საერთაშორისო პარტნიორებს მიმართავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics