13:42 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-10 14:42:50, 508 ნახვა

პოლიტიკა
რატი იონათამიშვილი - სამწუხაროა, რომ ბუნდესტაგის წევრები დეზინფორმაციის წარმოებას ემსახურებიან ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ

სამწუხაროა, რომ ბუნდესტაგის წევრები დეზინფორმაციისა და ჰიბრიდული ომის წარმოებას ემსახურებიან ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

მისი შეფასებით, ბუნდესტაგის ოთხი საპარლამენტო ჯგუფის წარმომადგენლის განცხადებაში ფაქტობრივი ტყუილებია და შესაბამისად, არანაირი ფასი მას არ აქვს.

„ჩვენ ვნახეთ ფაქტობრივი ტყუილები და შესაბამისად, არანაირი ფასი მას არ აქვს. უბრალოდ სამწუხაროა, რომ ადამიანები, ვინც არიან ბუნდესტაგის წევრები დეზინფორმაციას და ჰიბრიდული ომის წარმოებას ემსახურებიან ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ. მაგალითისთვის, საუბარია, რომ ეუთო/ოდირი თურმე არ ყოფილა გრძელვადიანი საარჩევნო მისიით წარმოდგენილი ჩვენს ქვეყანაში, მაშინ, როდესაც გრძელვადიანი მისიის წევრები მადლობას ეუბნებოდნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრს და ხელისუფლებას, რომ გრძელვადიანი დაკვირვების შესაძლებლობა მიეცათ და ამ მხრივ თავისუფალი გარემო იყო უზრუნველყოფილი. რას ემსახურება ეს დეზინფორმაცია და ტყუილი, რასაკვირველია, ამაზე ჩვენ საზოგადოებას ექნება პასუხი, მაგრამ აქ არის ერთი მნიშვნელოვანი ამბავი. მათ არა აქვთ არანაირი ფაქტები, ამიტომ მიმართავენ დეზინფორმაციას. რა თქმა უნდა, ვერც დეზინფორმაციით ვერ შეძლებენ ჩვენი ქვეყნის დაზიანებას“, – განაცხადა იონათამიშვილმა.

ცნობისთვის, ბუნდესტაგის ოთხი საპარლამენტო ჯგუფის წარმომადგენელმა საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, სადაც აღნიშნულია, თითქოს არჩევნებზე ეუთო-ს გრძელვადიანი დამკვირვებლები არ იყვნენ დაშვებული.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
დააკავეს კაცი, რომელმაც მიუსაფარი ძაღლი დაჭრა
სინდისის პატიმრების ოჯახის წევრები საზოგადოებას აქტიურობისკენ და მხარდაჭერისკენ მოუწოდებენ
დეკანოიძე - ოცნება თავად ასხივებს უწიგნურობას, ძალადობას და სიძილვილს, თუმცა სხვებს აპატიმრებს
ქართველი დიპლომატები და საზოგადოება რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონების ანექსიური პროცესებისა და უსაფრთხოების რისკების გაძლიერებასთან დაკავშირებით საერთაშორისო პარტნიორებს მიმართავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics