13:42 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-10 13:07:43, 421 ნახვა

პოლიტიკა
ბერდია სიჭინავა - რაც მეტი დრო გავა, მით მეტად მოუჭერს "ოცნებას" სანქციების ყულფი

რაც მეტი დრო გავა, მით მეტად მოუჭერს "ოცნებას" სანქციების ყულფი, - ამის შესახებ გახარიას გუნდის წევრი ბერდია სიჭინავა საუბრობს. მისი თქმით, რეჟიმის საყრდენ ბიზნესმენებს, რომლებიც ქვეყანას აღარიბებენ, პასუხისგება აშშ-ს ახალი ადმინისტრაციის პირობებშიც მოუწევთ.  

ახალი ადმინისტრაცის პირობებშიც ამ რეჟიმს მწვანეს არ აუნთებს არავინ და რეჟიმის საყრდენები, ბისნესმენები, რომლებიც კორუფციულად იქექებიან ადამიანების ჯიბეებში პირდაპირი ფორმით, აღარიბებენ ამ ქვეყანას და ამაგრებენ ამ რეჟიმს, რომელიც საკუთარ მოქალაქეებს პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით სულშიც აფურთხებს, დარწმუნებული ვარ, რომ  პასუხს აგებენ ახალი ადმინისტრაციის პირობებში. ეს პროცესი გაგრძელდება. რაც უფრო გავა დრო, მით უფრო მოუჭერს სანქციების ყულფი ამ ხელისუფლებას, - ამბობს ბერდია სიჭინავა. 

შეერთებული შტატების მომავალ სახელმწიფო მდივანს კონგრესიდან წერილი გაუგზავნეს - მარკო რუბიოს "ქართული ოცნების" "ავტორიტარული მმართველობის, არჩევნების გაყალბების" და "ჩინეთის, რუსეთისა და ირანის აგრესიის ღერძისკენ საქართველოს გადახრის" თაობაზე შეატყობინეს. 

წერილი რუბიოს 2025 წლის 9 იანვარს გაუგზავნეს, სადაც ჩამოთვლილია 26 კონკრეტული ადამიანი, რომლებიც "ელიტური გარემოცვის წევრები,  კორუმპირებული ფინანსური მუშაკები, პროპაგანდისტები არიან, რომლებიც რეპრესიულ სახელმწიფო აპარატს ამუშავებენ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
დააკავეს კაცი, რომელმაც მიუსაფარი ძაღლი დაჭრა
სინდისის პატიმრების ოჯახის წევრები საზოგადოებას აქტიურობისკენ და მხარდაჭერისკენ მოუწოდებენ
დეკანოიძე - ოცნება თავად ასხივებს უწიგნურობას, ძალადობას და სიძილვილს, თუმცა სხვებს აპატიმრებს
ქართველი დიპლომატები და საზოგადოება რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონების ანექსიური პროცესებისა და უსაფრთხოების რისკების გაძლიერებასთან დაკავშირებით საერთაშორისო პარტნიორებს მიმართავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics