|
2025-01-07 17:43:18, 530 ნახვა
საზოგადოება
130-ზე მეტი ფსიქოლოგის მოთხოვნა - ახალი არჩევნები, დაკავებულთა გათავისუფლება
130-ზე მეტი ფსიქოლოგი (სია განახლებადია) პროევროპული აქციების დროს დაკავებულთა გათავისუფლებას და ხელახალი არჩევნების დანიშვნას მოითხოვს. გარდა ამისა, ისინი ეწინააღმდეგებიან სამსახურებიდან პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებისა და “მოქალაქეების წამებას, ჩაგვრისა და ნებისმიერი ფორმის ძალადობას”. მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ ქვეყანაში შექმნილი კრიზისი საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებასა და ევროინტეგრაციას, არამედ აზიანებს მოქალაქეების კეთილდღეობასა და ფსიქიკურ ჯანმრთელობას.
ისინი ყურადღებას ამახვილებენ იმაზეც, რომ საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მიზნით, ხშირად მიმართავენ ფსიქოლოგიური მანიპულაციებს. მაგალითად ინფორმაციის მიზანმიმართულად დამახინჯება, სტატისტიკური მონაცემების შეცვლა და ა.შ. ფსიქოლოგების თქმით, ეს უარყოფითად აისახება მოქალაქეთა განწყობებზე, ემოციებსა და ქცევებზე. “ფსიქოლოგიური ტექნიკების მსგავსი არაეთიკური გამოყენება ქმნის შიშის, სიძულვილის, განხეთქილებასა და დისტრესულ გარემოს, ძირს უთხრის ადამიანის ღირსებას, ავტონომიას და დემოკრატიული პროცესების მიმართ ნდობას საზოგადოებაში, რასაც კატეგორიულად ვეწინააღმდეგებით. დაუშვებელია 21-ე საუკუნეში ქართული საზოგადოება განვითარებულ ქვეყნებთან სახელმწიფოებრივი კავშირის გარეშე დარჩეს და, უცხოელი პარტნიორების მხარდაჭერის დაკარგვით, შეეზღუდოს ხარისხიანი ფსიქოლოგიური სერვისების მიღების შესაძლებლობა. დასავლელ დონორებთან და კოლეგებთან თანამშრომლობით მიღებული ადამიანური თუ მატერიალური რესურსებით საქართველოს მოქალაქეები სარგებლობდნენ, და კარგად ორგანიზებული სისტემები ეფექტურ როლს ასრულებდნენ როგორც ფსიქოლოგიური სფეროს განვითარებაში, ისე ათასობით მოქალაქის კეთილდღეობის უზრუნველყოფაში. კვალიფიციური სერვისების მუდმივი ხელმისაწვდომობა ემსახურებოდა საზოგადოების ფსიქოლოგიური და სოციალური მხარდაჭერის გაძლიერებას, რაც ქვეყნისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე ფაქტორი იყო. ამასთანავე, საყურადღებოა, კანონმდებლობა არ არღვევდეს პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობისა და კონფიდენციალურობის ბაზისურ უფლებას“, – ვკითხულობთ მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაში. ხელმომწერთა განახლებადი სია შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)