2016-03-03 10:58:47, 617 ნახვა
საზოგადოება
დიდ დიღომში წყლის მილის დაზიანების შედეგად მიყენებულ ზარალს სადაზღვევო კომპანია აანაზღაურებს
დიდ დიღომში წყლის მილის დაზიანების გამო მიყენებული ზარალის ანაზღაურებას სადაზღვევო კომპანია განახორციელებს, - ამის შესახებ დიდ დიღომში ავარიის ადგილზე Georgian Water & Power-ის წარმომადგენლებმა განაცხადეს. ტერიტორიაზე გამგეობის წევრები უკვე მივიდნენ.
მომხდარი ავარიის გამო ამჟამად ვაკის, საბურთალოს და მთაწმინდის ნაწილს წყალი არ მიეწოდება.
როგორც წყლის კომპანიაში აცხადებენ, ავარიის ადგილზე სამუშაოები 2 საათში დასრულდება, რის შემდეგაც აბონენტების ეტაპობრივად ჩართვა დაიწყება.
პროცესი 4 საათამდე უნდა იყოს დასრულებული.
შეგახსენებთ, რომ ჰიპერმარკეტ GOODWILL-თან წყლის მილი გამთენიისას გასკდა. წნევა იმდენად მაღალი აღმოჩნდა, რომ წყალმა მიწიდან 12 მეტრის სიმაღლეზე ამოხეთქა და ახლოს მდებარე საცხოვრებელი კორპუსები დატბორა. დაზიანებულია დაახლოებით 10 ავტომობილი.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან