03:12 - 21 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-12-31 11:55:50, 574 ნახვა

საზოგადოება
დღეს, 31 დეკემბერს თბილისში მეტროსა და ავტობუსის სამუშაო საათები არ შეიცვლება

ახალი წლის ღამეს, 31 დეკემბერს დედაქალაქში, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობის განრიგი უცვლელი დარჩება. 

მეტრო 00:00 საათზე დაასრულებს მუშაობას. არ შეიცვლება ავტობუსების სამუშაო განრიგიც

როგორც თბილისის მერიის სატრანსპორტო სამსახურში აცხადეენ, შარშანდლისგან განსხვავებით, საზოგადოებრივი ტრანსპორტის სამუშაო საათის გახანგრძლივება გათვალისწინებული არაა, ვინაიდან არაა დაგეგმილი გალაკონცერტი.

მერიის სატრანსპორტო სამსახურის ინფორმაციით მეტრო 6 იანვრის ღამეს, როცა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია შობას აღნიშნავს, 03:00 საათამდე იმუშავებს. 6 იანვრის 00:00-დან 7 იანვრის 03:00 საათის მონაკვეთში მეტროთი მგზავრობა უფასო იქნება.

ცნობილია, რომ მოქალაქეები რუსთაველის გამზირზე აპირებენ ახალი წლის შეხვედრას. "ახალი წლის ჯადოსნური საპროტესტო ღამე" ნაწილია პროევროპული საპროტესტო აქციების უწყვეტი ციკლისა, რომელიც თბილისსა და საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში 28 ნოემბრიდან მიმდინარეობს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics