22:14 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-12-29 13:46:26, 396 ნახვა

პოლიტიკა
თბილისის მერი საქართველოს ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციას ულოცავს

თბილისის მერმა კახა კალაძემ საქართველოს ახალი პრეზიდენტის ინაუგურაცია მიულოცა.როგორც მერმა ცერემონიალის დასრულების შემდეგ განაცხადა, ის დარწმუნებულია, რომ მიხეილ ყაველაშვილი იქნება პრეზიდენტი, რომელიც ერთგულებით და პატრიოტიზმით მოემსახურება ქვეყანას და დაიცავს მის ეროვნულ ინტერესებს.

„პირველ რიგში, საქართველოს ვულოცავ ახალ პრეზიდენტს, პრეზიდენტს, რომელიც თავდადებით, სიყვარულით, პატრიოტიზმით, ერთგულებით მოემსახურება ჩვენს ქვეყანას. ვულოცავ მიხეილ ყაველაშვილს, ძალიან მნიშველოვანი თანამდებობაა. პრეზიდენტის ინსტიტუტს წლების განმავლობაში შელახული ჰქონდა რეპუტაცია, პრეზიდენტების ქმედებებიდან გამომდინარე. ხშირ შემთვევაში, ისინი ემსახურებოდნენ გარე ძალებს. მინდა, ახალ პრეზიდენტს წარმატებები ვუსურვო. დარწმუნებული ვარ, მიხეილ ყაველაშვილი ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ღირსეულად ემსახუროს ჩვენს ქვეყანას და რაც მთავარია, დაიცავს ჩვენი ქვეყნის ინტერესებს", - განაცხადა კახა კალაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ALGORITHM WATCH:შსს-მ სახის ამომცნობი კამერები მოსკოვში დაფუძნებული კომპანიისგან შეისყიდა
პატარიძე ხოშტარიაზე: ექიმის დასკვნის გარეშე ბრიფინგებით საუბარი "აბსურდის თეატრია"
მზადება ახალი თავგადასავლისთვის - თიბისის მობაილბანკში მასშტაბური მარათონი ბრუნდება
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ერთ თვეში მეორე დარტყმა განახორციელა ნავთობის სატუმბი სადგურზე, რომელიც მოსკოვს საწვავს ამარაგებდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics