00:48 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-12-24 22:13:12, 561 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე ალიევს ტელეფონით ესაუბრა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ტელეფონით ესაუბრა აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს. ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.

როგორც მედია წერს, ირაკლი კობახიძემ ილჰამ ალიევს დაბადების დღე მიულოცა და საპრეზიდენტო საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

"პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა მადლობა გადაუხადა ყურადღებისა და მილოცვისთვის. საუბრისას ორივე მხარემ გამოთქვა რწმენა, რომ აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის მეგობრული ურთიერთობები წარმატებით განვითარდება სხვადასხვა სფეროში. მათ ასევე გაცვალეს მოსაზრებები ორმხრივი თანამშრომლობის პერსპექტივებსა და მომავალ კონტაქტებზე ახალი წლიდან",- ნათქვამია აზერბაიჯანული მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 1430-მდე გაიზარდა
ALGORITHM WATCH:შსს-მ სახის ამომცნობი კამერები მოსკოვში დაფუძნებული კომპანიისგან შეისყიდა
პატარიძე ხოშტარიაზე: ექიმის დასკვნის გარეშე ბრიფინგებით საუბარი "აბსურდის თეატრია"
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics