02:13 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-12-23 22:31:40, 490 ნახვა

პოლიტიკა
ფიშერი - გერმანიამ საქართველოში 237 მილიონი ევროს ღირებულების სახელმწიფო პროექტები შეწყვიტა

გერმანიამ, სინანულით, შეწყვიტა საქართველოში 237 მილიონი ევროს ღირებულების სახელმწიფო პროექტები,- ამის შესახებ საქართველოში გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი სოციალურ ქსელ X-ზე წერს.

როგორც ფიშერმა აღნიშნა, სამოქალაქო საზოგადოებისა და კანონის უზენაესობის მხარდაჭერა გრძელდება.

"გერმანიამ, სინანულით, შეწყვიტა საქართველოში 237 მილიონი ევროს ღირებულების სახელმწიფო პროექტები. გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების სამინისტრო და მინისტრი, სვენია შულცე საქართველოს მიერ ევროკავშირისკენ გზის დატოვებასა და საპროტესტო აქციების წინააღმდეგ მკაცრი ზომების მიღებას ეხმაურებიან. მწვანე წყალბადის, ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის და ბათუმში წყლის ინფრასტრუქტურის დაფინანსება შევაჩერეთ. სამოქალაქო საზოგადოებისა და კანონის უზენაესობის მხარდაჭერა გრძელდება",- წერს ფიშერი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 1430-მდე გაიზარდა
ALGORITHM WATCH:შსს-მ სახის ამომცნობი კამერები მოსკოვში დაფუძნებული კომპანიისგან შეისყიდა
პატარიძე ხოშტარიაზე: ექიმის დასკვნის გარეშე ბრიფინგებით საუბარი "აბსურდის თეატრია"
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics