20:47 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-12-09 14:26:24, 570 ნახვა

პოლიტიკა
13 დეკემბერს პარლამენტის საშემოდგომო სესია დაიხურება

პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, პარლამენტის საშემოდგომო სესია 13 დეკემბერს დაიხურება. 

როგორც პაპუაშვილმა ბიუროს დღევანდელ სხდომაზე აღნიშნა, 14 დეკემბერს საარჩევნო კოლეგიის მიერ საქართველოს პრეზიდენტის არჩევა, პარლამენტის შენობაში შედგება.

„მიმდინარე კვირას გვაქვს ბოლო სასესიო კვირა. პარასკევს, 13 დეკემბერს საშემოდგომო სესია დაიხურება. შაბათს, 14 დეკემბერს საარჩევნო კოლეგიის მიერ პრეზიდენტის არჩევა შედგება. საარჩევნო კოლეგია უკვე დაკომპლექტებულია. არჩევნებს ცენტრალური საარჩევნო კომისია პარლამენტის შენობაში ჩაატარებს. ცესკოსთან გვაქვს შესაბამისი კომუნიკაცია, რომ ორგანიზაციულად ყველაფერი იყოს უზრუნველყოფილი. პარლამენტის ყველა წევრი არის კოლეგიის შემადგენლობაში და მათთან გვექნება შესაბამისი კომუნიკაცია არჩევნებთან დაკავშირებით, ყველა საორგანიზაციო დეტალს გავაცნობთ. რაც შეეხება პარლამენტის მუშაობას, ახალი ინიციატივებია, რომლებიც დაჩქარებული წესით უნდა განვიხილოთ",- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics