12:37 - 18 Aug, 2026
|
2015-02-14 11:32:49, 2245 ნახვა
მსოფლიო
ჯენ პსაკი: დონბასში პრორუსი სეპარატისტები რუსულ იარაღს, სავარაუდოდ, კვლავ იღებენ
დონბასში პრორუსი სეპარატისტები რუსულ იარაღს, სავარაუდოდ, კვლავ იღებენ, - ამის შესახებ BBC-ს ინფორმაციით, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ჯენ პსაკმა განაცხადა. პსაკის განცხადებით, თუ ეს ცნობები დადასტურდა, ვაშინგტონი და მისი მოკავშირეები ვითარების განმუხტვის სხვა გზებს მოძებნიან. "თუ ეს ცნობები დადასტურდა, ვაშინგტონი და მისი მოკავშირეები აღმოსავლეთ უკრაინაში ვითარების განმუხტვის სხვა გზებს მოძებნიან", - განაცხადა ჯენ პსაკმა. შეგახსენებთ, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას მხარეებმა 12 თებერვალს მიაღწიეს, თუმცა გუშინ, დონბასში სროლის ხმა ინტენსიურად ისმოდა.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)