16:54 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-11-29 15:41:51, 395 ნახვა

პოლიტიკა
გახარია - როდემდე შეიძლება, ჩვენი შვილები ვიღაც ნიღბიანებმა სცემონ

გუშინდელი აქცია იყო მშვიდობიანი და ის სპეციალური საშუალებები, რომელიც პოლიციამ გამოიყენა უკანონოდ იყო გამოყენებული,- ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერმა, გიორგი გახარიამ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც გახარიამ აღნიშნა, „გუშინდელი აქციის დაშლა არც ლეგიტიმური და არც პროპორციული არ იყო და გუშინდელი დღე საქართველოს ისტორიაში დარჩება, როგორც შავი ლაქა“.

მისი თქმით, „ადამიანს რამე რომ დასჭირდეს აქციაზე, პატრულის თანამშრომელს ნიღბის გარეშე ვერ იპოვის“.

„გუშინდელი აქცია იყო მშვიდობიანი, ის სპეციალური საშუალებები, რომელიც პოლიციამ გამოიყენა უკანონოდ იყო გამოყენებული. გუშინდელი აქციის დაშლა არც ლეგიტიმური და არც პროპორციული არ იყო... არავინ არავის თავს არ დასხმია, ადამიანები ემოციურად გამოხატვდნენ თავის ნებას და ჩვენ ამის უფლება კონსტიტუციით გვაქვს. როცა პოლიცია ყველანაირი მიზეზის გარეშე იწყებს მასების დაშლას, ეს არაპროპორციულია, უკანონოა.

შინაგან საქმეთა მინისტრი მეც ვიყავი - არასდროს არ ყოფილა, არცერთი აქციის პირობებში , როდესაც ერთ ნიღბის გარეშე პოლიციელს ვერ იპოვი. ადამიანს რამე რომ დასჭირდეს, ერთ პატრულის თანამშრომელს ნიღბის გარეშე ვერ იპოვი აქციაზე.

როდემდე შეიძლება ჩვენი შვილები სცემონ ვიღაც ნიღბიანმა პოლიციელებმა, რომლებსაც არანაირი საიდენტიფიკაციო ნიშანი არ აქვთ. ეს არის ადამიანების მიშვება ველურ გარემოში, ყველანაირი შეზღუდვის გარეშე; როგორ შეიძლება აქციაზე, სადაც სამოქალაქო მშვიდობა, ადამიანების უსაფრთხოება და ჯანმრთელობაა დასაცავი, პატრულის ერთ თანამშრომელს ნიღბის გარეშე ვერ იპოვი.

ასეთი რამე არასდროს ხდებოდა ამ ქვეყანაში. ეს პირდაპირ ნიშნავს დაუსჯელობის სინდრომს. ეს ჩვენი ხალხია, საქართველოს მოქალაქეები არიან. შვიდობიან აქციაზე გამოსული ადამიანები რაღაცას რომ სკანდირებენ, ან ერთი, ორი ბოთლი ისროლეს, ამის გამო აქციის დაშლა სპეციალური საშუალებების გამოყენებით ყველანაირ კანონს და მორალს მიღმაა. გუშინდელი დღე საქართველოს ისტორიაში დარჩება, როგორც შავი ლაქა“,- განაცხადა გახარიამ.

შეგახსენებთ, გუშინ, 28 ნოემბერს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება გაახმოვანა, რომლის მიხედვითაც, ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დადგება, რის შემდეგაც დედაქალაქის მთავარ გამზირზე და ქვეყნის სხვადასხვა ქალაქში მოქალაქეები საპროტესტო აქციისთვის შეიკრიბნენ.

აღსანიშნავია, რომ თბილისში, საპროტესტო აქციაზე „TV პირველის“ ოპერატორი ნიკო კოკაია და ჟურნალისტი ანა მდივანი, „მთავარი არხის“ ჟურნალისტი დეა მამისეიშვილი და ოპერატორი გიორგი გოგინაშვილი, ასევე, „პუბლიკის“ ჟურნალისტი ალექსანდრე ქეშელაშვილი პროფესიული საქმიანობის შესრულებისას დაშავდნენ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რა შეიცვალა საქართველოს ეკონომიკისთვის ახლო აღმოსავლეთის შეთანხმებიდან ორი კვირის თავზე?
პაპუაშვილი – ელენე ხოშტარიასთან დაკავშირებით რა გადაწყვეტილებებსაც მიიღებენ ექიმები, ისე იმოქმედებს პენიტენციური სამსახური
Flyone-მა კიშინაუდან ბათუმის მიმართულებით პირდაპირი ფრენები დაიწყო
შსს - უკანონო ბრუნვიდან ამოღებული 37 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 700 კილოგრამამდე სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება განადგურდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics