|
2016-02-29 16:30:39, 618 ნახვა
საზოგადოება
შვეიცარიისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრები EFTA-სთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე მოლაპარაკების დასრულებას მიესალმებიან
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მიხეილ ჯანელიძე ჟენევაში, გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს სესიის ფარგლებში შვეიცარიის კონფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრს დიდიე ბურჰგალტერს შეხვდა. როგორც „ექსპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, შეხვედრაზე მინისტრებმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციასა (EFTA)და საქართველოს შორის თავისუფალის ვაჭრობის შეთანხმების შესახებ მოლაპარაკების წარმატებით დასრულებაზე. როგორც მინისტრებმა აღნიშნეს ეს მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საქართველოსა და ასოციაციის წევრ სახელმწიფოებსშორის სავაჭრო ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებას, რაც თავის მხრივ საქართველოში გაზრდის ევროპისაღნიშნული სახელმწიფოებიდან ინვესტიციების მოცულობას. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის შეფასებით EFTA-სთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმებამნიშვნელოვნად გაზრდის შვეიცარიის კონფედერაციასა და საქართველოს შორის ეკონომიკურ თანამშრომლობას. „შვეიცარიის ბაზარი არის ძალიან მნიშვნელოვანი ბაზარი, ეს არის ევროკავშირთან ინტეგრირებული ბაზარი და ვაჭრობისმეტი მოცულობა ამ ქვეყანასთან გაზრდის საქართველოს ეკონომიკურ შესაძლებლობებს და ასევე ორმხრივთანამშრომლობას"- განაცხადა მინისტრმა. შვეიცარიის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, შვეიცარიის კონფედერაცია მზად არის ყველა საჭირო დახმარებაგაუწიოს ქართულ მხარეს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ტექნიკური უზრუნველყოფისთვის. „მოხარული ვარ, რომ დავასრულეთ მოლაპარაკებები EFTA-სა და საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ. ესგანამტკიცებს ჩვენს ეკონომიკურ ურთიერთობებს. ახლა მთავარია მისი იმპლემენტაცია, შვეიცარიის კონფედერაცია მზადარის დაეხმაროს საქართველოს შეთანხმების განხორციელებისთვის საჭირო ტექნიკური თუ ექსპერტული ნაწილით. ესარის წინ გადადგმული ნაბიჯი ორი ქვეყნის ურთიერთობაში"- განაცხადა დიდიე ბურჰალტერმა. საქართველოსა და ევროპის თავისუფალ სავაჭრო ასოციაციას შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების თაობაზემოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა, მხარეები დოკუმენტის ტექსტზე საბოლოოდ შეჯერდნენ, რის შემდეგაც შეთანხმებას ხელი მოეწერება. შვეიცარიისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრებმა შეხვედრაზე ასევე მიმოიხილეს ორი ქვეყნისთანამშრომლობის საკითხები. ხაზი გაესვა გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოში საქართველოს გაწევრიანებას 2016-2018 წლის პერიოდში, რაც ქვეყანას საშუალებას მისცემს საკუთარი წვლილი შეიტანოს საერთაშორისო ასპარეზზე ადამიანისუფლებადა დაცვის საკითხებში.
ყირიმში, ნავთობბაზისა და ბორნის დაბომბვის შემდეგ, მათ შეწყვიტეს საწვავის გაყიდვა და დახურეს ქერჩის გადასასვლელი
აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი - თბილისიდან მშვიდობა მხოლოდ ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმებაა
ალბანეთში ათიათასობით ადამიანმა კუშნერ-ივანკა ტრამპთან დაკავშირებული კურორტის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართა
მოვითხოვთ, 4 ოქტომბრის საქმის საფუძვლიან და ობიექტურ გადახედვას - მეცნიერებათა აკადემია
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
უკრაინის სამივე ყოფილმა პრეზიდენტმა კუჩმამ, იუშენკომ და პარაშენკომ პოლონეთის უმაღლეს ჯილდოზე უარი თქვეს
ბუდანოვმა ნავროცკის გადაწყვეტილების შემდეგ პოლონეთიდან ჯილდო დააბრუნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)