12:07 - 21 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-11-29 14:05:01, 551 ნახვა

საზოგადოება
თსუ-ს სტუდენტები - არ ვერთვებით სააუდიტორო პროცესში და სასწავლო პროცესის დროებით შეჩერებას მოვითხოვთ

არ ვერთვებით სააუდიტორო პროცესში და სასწავლო პროცესის დროებით შეჩერებას მოვითხოვთ,- ამის შესახებ ნათქვამია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების განცხადებაში.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ვალდებულები არიან, მოითხოვონ ის, რაც ეკუთვნის ქვეყანას: მშვიდობა, თავისუფლება და ევროპული ოჯახში ღირსეული ადგილი.

„გუშინ, 28 ნოემბერს ჩვენ კიდევ ერთხელ შევესწარით ძალადობის ფაქტებს მშვიდობიან მოქალაქეებზე, რომლებიც აპროტესტებდნენ იმ განცხადებებს, რაც ჩვენს ევროპულ მომავალზე უარის თქმად შეგვიძლია აღვიქვათ.

ეს მხოლოდ ინდივიდების ან ჯგუფების წინააღმდეგ მიმართულ მოქმედებად არ განიხილება - ეს არის ჩვენი ქვეყნის ევროპული გზის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი.  

ჩვენ, სტუდენტები, ღრმად ვაცნობიერებთ ჩვენს პასუხისმგებლობას ქვეყნის მომავლის წინაშე. ჩვენი არჩევანი ევროპაა, ეს არჩევანი ჩვენი თავისუფლების, ღირსებისა და განვითარების გზაა.  

სამწუხაროდ, გუშინდელი დღე კიდევ უფრო ცხადად აჩვენებს, რომ მშვიდობიანი პროტესტის საპასუხოდ არაპროპორციული ძალის გამოყენება, მოქალაქეებზე ფიზიკური ანგარიშსწორება და პირად სივრცეში ჩარევა ხდება ნორმა. ეს ყველაფერი ჩვენგან მოითხოვს არა გულგრილობას, არამედ აქტიურ მოქალაქეობრივ პოზიციას.  

სწორედ ამიტომ მივმართავთ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურ საბჭოსა და ყველა პასუხისმგებელ პირს:  

ჩვენ არ ვერთვებით სააუდიტორო პროცესში და მოვითხოვთ სასწავლო პროცესის დროებით შეჩერებას, რადგან ამ ვითარებაში შეუძლებელია სტუდენტების ყურადღების კონცენტრირება განათლებაზე. შუალედური გამოცდებისა თუ საუნივერსიტეტო ცხოვრების გაგრძელება იმ ხარისხით, რაც აკადემიურ პროცესს სჭირდება, ამ პირობებში წარმოუდგენელია.  

ასევე მოვუწოდებთ ჩვენს ლექტორებს:  

თქვენი სიტყვები და იდეები, რასაც აუდიტორიებში გვიზიარებთ, სწორედ ახლა უნდა იქცეს ქმედებად. ის ღირებულებები, რომლებიც გვასწავლეთ, დღეს ჩვენ გვერდით ყოფნასა და საერთო ბრძოლაში მონაწილეობას მოითხოვს.

დღეს სტუდენტების ბრძოლა მხოლოდ სტუდენტური საქმე არ არის. ეს არის საერთო ეროვნული არჩევანი — ევროპა თუ უკან დაბრუნება? ჩვენ ვიცავთ იმას, რასაც ჩვენი ქვეყანა წლების განმავლობაში ოცნებად განიხილავდა - ევროპულ მომავალს, რომელიც დღეს უდიდესი გამოწვევის წინაშე დგას.  

ჩვენ, თსუ-ს სტუდენტები, ვიაზრებთ, რომ ის, რაც დღეს თბილისის ქუჩებში ხდება, ეწინააღმდეგება ყველა იმ ღირებულებას, რომელსაც თსუ განასახიერებს ისტორიის მანძილზე.

ვალდებულები ვართ, მოვითხოვოთ ის, რაც ეკუთვნის ჩვენს ქვეყანას: მშვიდობა, თავისუფლება და ევროპული ოჯახში ღირსეული ადგილი.

სოლიდარობა და მადლობა ჟურნალისტებს, ასევე სხვა ქალაქებში გაფიცულ სტუდენტებსა და რაც მთავარია 40-ზე მეტ გუშინ ღამით დაკავებულ მოქალაქეს, ერთად აუცილებლად გავიმარჯვებთ“,- ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ამ დროისთვის 28 სტუდენტი აწერს ხელს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პოლიციამ თბილისში ჯგუფურად, ძალადობით ჩადენილი ძარცვის ბრალდებით 5 პირი დააკავა
სამოქალაქო საზოგადოება: ოცნების კამპანია ქვეყნის სახელმწიფოებრიობას აზიანებს, საჯარო სივრცეში ტერმინ „რუსოფობიის“ ხელოვნურად დამკვიდრების ცდილობს
რუსეთში წიწიბურას ფასები კვლავ გაიზარდა
ირანზე გამარჯვება ხელიდან ეცლება: ტრამპი სულ უფრო მეტად ემუქრება მოკავშირეებს - Washington Post
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics