16:53 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-11-29 01:12:37, 386 ნახვა

პოლიტიკა
მელია - არც ხალხს და არც ივანიშვილს პუტინთან ერთად - უკან დასახევი გზა არცერთ მხარეს აღარ აქვს

არც ხალხს და არც ივანიშვილს პუტინთან ერთად - უკან დასახევი გზა არცერთ მხარეს აღარ აქვს,- ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერმა, ნიკა მელიამ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე განაცხადა.

როგორც მელიამ აღნიშნა, „ეს სინქრონიზებული გადაწყვეტილებაა - აქ კობახიძის ბრიფინგი და იქ პუტინის ნახევარ საათში გავრცელებული განცხადება, გასაგებია, რომ შეთანხმებით იყო, ამიტომ, ხალხი იღებს ძალაუფლებას ხელში, ეს პროცესი აღარ შეჩერდება“.

„ეს ის არის, რაც მოსალოდნელი იყო, რომ მოხდებოდა და მოხდა, შეიძლება, უფრო ადრე, ვიდრე ელოდნენ, მაგრამ მოხდა. უკან დასახევი გზა არცერთ მხარეს აღარ აქვს - არც ხალხს და არც ივანიშვილს პუტინთან ერთად. ეს სინქრონიზებული გადაწყვეტილებაა - აქ კობახიძის ბრიფინგი და იქ პუტინის ნახევარ საათში გავრცელებული განცხადება, გასაგებია, რომ შეთანხმებით იყო, ამიტომ, ხალხი იღებს ძალაუფლებას ხელში, ეს პროცესი აღარ შეჩერდება. იქ, სადაც არის ხალხის წრფელი პროტესტი, გამორიცხულია უკან დახევა. ან რუსეთი ან საქართველო და ევროპული მომავალი, ან პუტინი, ან ქართველი ხალხი, ან მოსკოვი ან თბილისი - ეს არის, რა დილემის წინაშეც ვდგავართ. ამ საკითხის გარშემო ოპოზიციურ ჯგუფებში არის ბევრისთვის ნანატრი კონსენსუსი მოძებნილი და ერთობა“,- განაცხადა ნიკა მელიამ.

შეგახსენებთ, დღეს, 28 ნოემბერს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ გაახმოვანა „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, მიღებულია გადაწყვეტილება, რომ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დადგება.

კობახიძის განცხადების შემდეგ, თბილისი და საქართველოს სხვა ქალაქები საპროტესტო აქციებმა მოიცვა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რა შეიცვალა საქართველოს ეკონომიკისთვის ახლო აღმოსავლეთის შეთანხმებიდან ორი კვირის თავზე?
პაპუაშვილი – ელენე ხოშტარიასთან დაკავშირებით რა გადაწყვეტილებებსაც მიიღებენ ექიმები, ისე იმოქმედებს პენიტენციური სამსახური
Flyone-მა კიშინაუდან ბათუმის მიმართულებით პირდაპირი ფრენები დაიწყო
შსს - უკანონო ბრუნვიდან ამოღებული 37 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 700 კილოგრამამდე სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება განადგურდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics