22:00 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-11-26 12:37:06, 429 ნახვა

პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი პარლამენტს მიმართავს წინადადებით, რომ პრეზიდენტის არჩევნები 14 დეკემბერს გაიმართოს

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი საკანონმდებლო ორგანოს მიმართავს წინადადებით, რომ საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები მიმდინარე წლის 14 დეკემბერს გაიმართოს. ამის შესახებ პაპუაშვილმა ბიუროს დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

როგორც პაპუაშვილმა სხდომაზე აღნიშნა, ასეთ შემთხვევაში ინაუგურაციის თარიღი 29 დეკემბერი იქნება.

„საქართველოს კონსტიტუციის 50-ე მუხლით, საქართველოს პრეზიდენტი აირჩევა 5 წლის ვადით. ბოლო არჩევნები ჩატარდა 2018 წელს და მაშინ გახსოვთ, რომ გარდამავალი დებულებების შესაბამისად, იმ დროს არჩეული პრეზიდენტი აირჩა 6 წლის ვადით იმისთვის, რომ შემდგომ უკვე, პარლამენტის არჩევნები, რომელიც 2024 წელს ჩატარდებოდა, ამ არჩევნების შედეგად დაკომპლექტებულ საარჩევნო კოლეგიას აერჩია შემდეგი პრეზიდენტი. მოქმედ პრეზიდენტს უფლებამოსილების ვადა გასდის 16 დეკემბერს...

მნიშვნელოვანია, რომ წელსვე როგორც არჩევნები, ისე ინაუგურაცია ჩატარდეს. შემოვდივარ  წინადადებით, რომ საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები 2024 წლის 14 დეკემბერს ჩატარდეს, შესაბამისად, ინუგურაცია ჩატარდება მესამე კვირა დღეს, ანუ 29 დეკემბერს. ეს არის ჩემი წინანდადება, რომლითაც შემოვდივართ და რომელსაც შემდეგ განვიხილავთ პლენარული სხდომის ფარგლებში“,- განაცხადა პაპუაშვილმა. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
ელენე ხოშტარიას უახლოეს დღეებში დამატებითი კვლევების ჩატარების მიზნით, სამოქალაქო სექტორის კლინიკა „ვივამედში" გადაიყვანენ
ტოკაევმა კობახიძე ყაზახეთის რესპუბლიკის პირველი ხარისხის „მეგობრობის" საპატიო ორდენით დააჯილდოვა
ორბანის გადადგომის შემდეგ უნგრეთმა რუსეთის მოქალაქეებზე ვიზების გაცემა შეაჩერა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics