|
2024-11-21 12:05:57, 1603 ნახვა
რეგიონი
ბათუმი World Travel Awards-ზე მსოფლიოს ყველა სეზონის ტურისტული მიმართულების ნომინაციაზეა წარდგენილი
ბათუმი World Travel Awards-ზე მსოფლიოს ყველა სეზონის ტურისტული მიმართულების ნომინაციაზეა წარდგენილი. ამის შესახებ ინფორმაციას აჭრის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს. დეპარტამენტის ცნობით, პრესტიჟული ჯილდოს მოსაპოვებლად ბათუმი მელბორნის (ავსტრალია), ოსლოს (ნორვეგია), ჟენევის (შვეიცარია), მიუნხენის (გერმანია), ასპენის (აშშ), ბეიჯინისა (ჩინეთი) და ვისლერის (კანადა) გვერდითაა დასახელებული. „World Travel Awards-ის წლის შემაჯამებელი ღონისძიება 24 ნოემბერს, პურტუგალიის კუნძულ მადეირაზეა დაგეგმილი. ღონისძიებაზე გაირკვევა, რამდენად შეძლებს ბათუმი ევროპის ყველა სეზონის ტურისტული მიმართულების სტატუსის შემდეგ, რომელიც გასულ წელს მიიღო, ახალი ჯილდო მოიპოვოს. World Travel Awards -ზე მსოფლიოს საუკეთესო ტურისტული მიმართულებები, ქვეყნები, სასტუმროები, ტურისტული სააგენტოები, ტურისტული ატრაქციები და სატრანსპორტო კომპანიები დასახელდა. მასში ასობით ნომინაცია და ათასობით ნომინანტი კონტინენტებისა და ქვეყნების მიხედვით სხვადასხვა კატეგორიებშია გადანაწილებული. 2019 წლიდან დღემდე, ბათუმმა World Travel Awards-ის პრესტიჟული ჯილდო 6 ჯერ მოიპოვა. თავდაპირველად, როგორც ევროპის, ხოლო მოგვიანებით, როგორც მსოფლიოს სწრაფად მზარდმა ტურისტულმა მიმართულებამ. 2023 წელს, კი მსოფლიოს ტურიზმის დაჯილდოების ევროპის გალა ცერემონიაზე, რომელსაც აჭარამ უმასპინძლა ბათუმი, აჭარა ევროპის ოთხი სეზონის ტურისტულ მიმართულებად დასახელდა. World Travel Awards დაჯილდოება 1993 წლიდან სტუმართმასპინძლობის ინდუსტრიის ყველა სექტორში საუკეთესო მიმართულებებისა და კომპანიების გამოვლენისა და დაჯილდოების მიზნით იმართება. ბათუმმა მსოფლიოს ტურიზმის დაჯილდოების ევროპის გალა ცერემონიას გასულ წელს უმასპინძლა. ე.წ ტურიზმის „ოსკარი“-ს საუბილეო საღამოს ბათუმში 24 ქვეყნის 300-მდე წარმომადგენელი ესწრებოდა“,- ნათქვამია ინფორმაციაში.
მოჯთაბა ხამენეი მამის დაკრძალვას, სავარაუდოდ, ვერ დაესწრება
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
კიევში რუსეთის მასშტაბური საჰაერო დარტყმის შედეგად მრავალსართულიანი შენობები ჩამოინგრა, ათი ადამიანი დაიღუპა და 50-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)