08:58 - 18 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-13 19:10:56, 701 ნახვა

პოლიტიკა
დავით საგანელიძე: არსებული კრიტერიუმები ქუცნაშვილის კანდიდატურის წამოყენებას ხელს არ უშლის

არსებული კრიტერიუმები ქუცნაშვილის კანდიდატურის წამოყენებას ხელს არ უშლის, რადგან ის პოლიტიკური წნეხის ქვეშ არ იმყოფება,-ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა დავით საგანელიძემ კოალიცია "ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისთან ჟურნალისტებს ფრაქცია "ქართული ოცნების" სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა.
სხდომაზე სხვა თემებთან ერთად, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატის შერჩევის კრიტერიუმებთან  დაკავშირებით  საპარლამენტო უმრავლესობის პრეტენზიები განიხილეს.
საგენილიძის თქმით, საუაბრი იყო იმაზე, რომ კანდიდატი პოლიტიკური პარტიის  წნეხის ქვეშ არ უნდა ყოფილიყო და არა იმის თაობაზე, რომ პოლიტკური პარტიის წევრი არ უნდა იყოს.
"გავიარეთ ძალიან ბევრი თემა. მათ შორის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის დანიშვნის კრიტერიუმებზე და მის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე.უპირველეს ყოვლისა, მინდა აღვნიშნო, რომ უმრავლესობის ლიდერს ჰქონდა თუ არა ლეგიტიმაცია უმრავლესობის სახელით, ეს თემა აბსოლუტურად ამოწურულია. ყველამ კარგად იცის, რომ როგორც პარტიის პოლიტსაბჭოზე, ასევე კოალიციის პოლიტსაბჭოზე ამასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ერთად იყო მიღებული და თუ ვინმემ არ იცის ეს ინფორმაცია, ახლა გაიგებს.რაც შეეხება გარკვეულ კრიტერიუმებს, ეს კრიტერიუმები არსად არ წერია და არავის ფორმულირება არ გაუკეთებია. როდესაც ჩვენ კრიტერიუმებზე ვსუბრობდით, კანდიდატი უნდა იყოს გამოცდილი, პროფესიონალი, უნდა იყოს სასამართლო სისტემაში ნამუშევარი და ამავდროულად, იყო საუბარი, რომ ის არ უნდა ყოფილიყო რომელიმე პოლიტიკური პარტიის წნეხის ქვეშ. ამაში გასაკვირი არაფერი არ არის.სამწუხაროდ, ეს ბევრმა სხვანაირად გაიგო, რომ კანდიდატი არ უნდა იყოს პოლიტიკური პარტიის წევრი. თუმცა აქამდე ამაზე საუბარი არ ყოფილა. რაც შეეხება ქუცნაშვილს, არსებული კრიტერიუმები მისი კანდიდატურის წამოყენებას ხელს არ უშლის.მე დავეთანხმები გია ვოლსკის, რომ ზაქარიას კანდიდატურას არ უშლის ხელს არსებული კრიტერიუმები, რადგან ის პოლიტიკური წნეხის ქვეშ არ იმყოფება და პოლიტიკური პარტიების დამოკიდებულების ქვეშ არაა",-განაცხადა დავით საგანელიძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თბილისი პრაიდი: "ოცნებამ" სცადა, ქვიარ ადამიანები საზოგადოებრივი ცხოვრებიდან გავექრეთ
SJC: 17 მაისი საქართველოში „ოჯახის“ იდეის პოლიტიკური ინსტრუმენტალიზაციის სიმბოლური დღეა
ელენე ხოშტარია - ხალხის სიმრავლე და ვერც დრო, ვერ წაშლის 2013 წლის 17 მაისს ჩადენილ ბოროტებას
შიო მესამე - თუ ოჯახში ტრიალებს მძიმე ცოდვა, ისეთი როგორიც არის, მაგალითად, აბორტი, მაშინ ბედნიერებას ვერ ააშენებ, განწირულია ასეთი ოჯახი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics