19:42 - 21 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-11-06 12:28:32, 376 ნახვა

მსოფლიო
ვლადიმერ ზელენსკიმ დონალდ ტრამპს „არჩევნებში შთამბეჭდავი გამარჯვება“ მიულოცა

ვლადიმერ ზელენსკიმ დონალდ ტრამპს "არჩევნებში შთამბეჭდავი გამარჯვება" მიულოცა.

უკრაინის პრეზიდენტმა თავის გზავნილში მოიხსენია ტრამპთან მისი ბოლო შეხვედრა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ის „აფასებს პოლიტიკოსის ერთგულებას „მშვიდობის გზით“ მიდგომისადმი“ და ეყრდნობა შეერთებული შტატების ორპარტიულ მხარდაჭერას არჩევნების შემდეგ.

„ჩვენ დაინტერესებული ვართ განვავითაროთ ორმხრივად მომგებიანი პოლიტიკური და ეკონომიკური თანამშრომლობა, რომელიც სარგებელს მოუტანს ჩვენს ორივე ქვეყანას. უკრაინა, როგორც ევროპაში ერთ-ერთი უძლიერესი სამხედრო ძალა, ცდილობს უზრუნველყოს გრძელვადიანი მშვიდობა და უსაფრთხოება ევროპაში და ტრანსატლანტიკურ საზოგადოებაში ჩვენი მოკავშირეების მხარდაჭერით“, - დასძინა ზელენსკიმ.

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დონალდ ტრამპს აშშ-ს პრეზიდენტად არჩევას ულოცავს.

წინასწარი მონაცემებით, აშშ-ს 47-ე პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გახდა. ტრამპი იგებს მინიმუმ ოთხ სვინგ (მერყევ) შტატს, მანამდე კი კამალა ჰარისს უსწრებდა ჯორჯიასა და ჩრდილოეთ კაროლინაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ყირიმში, ნავთობბაზისა და ბორნის დაბომბვის შემდეგ, მათ შეწყვიტეს საწვავის გაყიდვა და დახურეს ქერჩის გადასასვლელი
აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი - თბილისიდან მშვიდობა მხოლოდ ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმებაა
ალბანეთში ათიათასობით ადამიანმა კუშნერ-ივანკა ტრამპთან დაკავშირებული კურორტის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართა
მოვითხოვთ, 4 ოქტომბრის საქმის საფუძვლიან და ობიექტურ გადახედვას - მეცნიერებათა აკადემია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics