03:12 - 21 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-11-04 22:52:25, 541 ნახვა

სამართალი
ახალციხის და ახალქალაქის რაიონულმა სასამართლოებმა არჩევნებთან დაკავშირებული არც ერთი სარჩელი არ დააკმაყოფილეს

 ახალციხისა და ახალქალაქის რაიონულ სასამართლოებმა კენჭისყრის დღეს გამოვლენილ დარღვევებთან დაკავშირებით შეტანილ სარჩელებზე გადაწყვეტილება გამოაცხადეს. სასამართლომ რეგიონის ექვსი მუნიციპალიტეტის საოლქო კომისიების წინააღმდეგ არც ერთი სარჩელი არ დააკმაყოფილა.

სარჩელები ეხებოდა ბორჯომის N36–ე, ახალციხის N37–ე, ადიგენის N38-ე, ასპინძის N39-ე, ახალქალაქის N40–ე და ნინოწმინდის N41-ე საოლქო საარჩევნო კომისიების გადაწყვეტილებებს. მოსამართლეებმა საჩივრები „უსაფუძვლობის“ მოტივით არ დააკმაყოფილეს.

რაიონული სასამართლოების მიერ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრებას ერთდღიანი ვადა აქვს.

სასამართლოში მოსარჩელეთა შორის იყვნენ „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“; კოალიცია „ჩემი ხმას“ წევრი სამი ორგანიზაცია: „საქართველოს მომავლის აკადემია“, „ღია სივრცე კავკასია“, ,,საერთაშორისო გამჭვირვალობა -საქართველო" და „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ (ISFED).

ISFED–ის იურისტის, თეა თედლიაშვილის განმარტებით, ორგანიზაცია ასპინძის ოლქთან დაკავშირებული გადაწყვეტილების სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრებას არ აპირებს.

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ხელმძღვანელის, ნონა ქურდოვანიძის განცხადებით, ახალციხის და ახალქალაქის რაიონული სასამართლოების გადაწყვეტილებებს გაასაჩივრებენ.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა–საქართველოს“ ახალციხის ოფისის კოორდინატორის, თამუნა უჩიძის ინფორმაციით, სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრებას გეგმავენ „ჩემი ხმას“ წევრი ორგანიზაციებიც.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics