11:16 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-11-04 15:38:03, 286 ნახვა

პოლიტიკა
კალაძე - კეთილი ინებონ და წარმოადგინონ მტკიცებულებები, მაგრამ რა უნდა წარმოადგინონ, რაც ბუნებაში არ არსებობს?

ასეთი წვრილმანი და საფუძველს მოკლებული განცხადებები არჩევნებს ზიანს ვერ მიაყენებს,- ასე გამოეხმაურა დედაქალაქის მერი კახა კალაძე პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერის, გიორგი გახარიას განცხადებას.

მისი თქმით, საპარლამენტო არჩევნები მშვიდ გარემოში ჩატარდა და ამის შესაბამისი დასკვნებიც არსებობს. 

"ეს არის ჩვეულებრივი სიცრუის კამპანია. აქვთ მცდელობა, რომ ქვეყანას ზიანი მიაყენონ. რეალურად არჩევნები მშვიდ, თავისუფალ გარემოში ჩატარდა. ეუთო/ოდირმა შესაბამისი განცხადებები გააკეთა, გამოაქვეყნეს შუალედური დასკვნებიც და საბოლოო შეფასებაც. ასეთი წვრილმანი და საფუძველს მოკლებული განცხადებები არჩევნებს ზიანს ვერ მიაყენებს. გაიმარჯვა „ქართულმა ოცნებამ“  იმიტომ, რომ ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობას უნდა მშვიდობის შენარჩუნება, ეკონომიკური განვითარება",- განაცხადა  თბილისის მერმა. 

რაც შეეხება არჩევნების სავარაუდო გაყალბების საქმეზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში პროკურატურაში პარტია „გახარია საქართველოსთვის“ თავმჯდომარის მოადგილის, ნათია მეზვრიშვილის დაბარებას, რომელიც აცხადებს, რომ  საგამოძიებო უწყებაში მისვლას არ აპირებს, კახა კალაძის თქმით, ეს არის სპეკულაციების ნაწილი.

"ჩვეულებრივ სპეკულაციებს და სიცრუეს აქვს ადგილი. ხომ ამბობენ არჩევნები გაყალბდაო, ბრიფინგებს უძღვნიდნენ ამ თემას. ცესკო-მ ხომ მიმართა პროკურატურას და გამოძიება იწყება, რათა ყველაფერს შესაბამისი პასუხი გაეცეს. ახლა კეთილი ინებონ და წარმოადგინონ მტკიცებულებები. მაგრამ რა უნდა წარმოადგინონ, რაც ბუნებაში არ არსებობს?",- აღნიშნა კახა კალაძემ. 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
საგამოძიებო: ორ სხვადასხვა კორუფციულ საქმეზე ორი პირი დავაკავეთ
კობახიძე კვლავ ცდილობს ცენზურის სამმართველოს მუშაობა გაამართლოს
კობახიძე - ბატონი ფიშერი იყო ერთადერთი ელჩი, რომელმაც არათუ არაფერი გააკეთა ამ ურთიერთობების განვითარებისთვის, არამედ ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ დაზიანებულიყო ურთიერთობები
ფიშერი - ჩვენი უფლებამოსილების ვადა საქართველოში დასრულდა - მადლობა, ბედნიერად და Auf Wiedersehen
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics