|
2024-11-01 17:49:37, 440 ნახვა
საზოგადოება
სევინჯ სადიგოვა - აფგან სადიგოვი უდანაშაულოა, მაგრამ ალიევის დავალებით სჯიან
ის უდანაშაულოა, მაგრამ ალიევის დავალებით სჯიან,- ამის შესახებ აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან სადიგოვის მეუღლემ, სევინჯ სადიგოვამ განაცხადა მას შემდეგ, რაც ჟურნალისტს საექსტრადიციო პატიმრობა 3 თვით გაუხანგრძლივდა. როგორც სადიგოვამ მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას აღნიშნა, აზერბაიჯანსა და საქართველოში სასამართლო „დაკვეთით მუშაობს“.
ცნობისთვის, აზერბაიჯანელ ჟურნალისტს, აფგან სადიგოვს საექსტრადიციო პატიმრობა 3 თვით დღეს, 1-ელ ნოემბერს გაუხანგრძლივეს. სადიგოვი თბილისში 3 აგვისტოს დააკავეს. 4 აგვისტოს, თბილისის საქალაქო სასამართლომ სადიგოვს აღმკვეთი ღონისძიების სახით 3-თვიანი საექსტრადიციო პატიმრობა შეუფარდა. 8 აგვისტოს, "უფლებები საქართველოს" ადვოკატებმა გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრეს და მოითხოვეს, რომ გაუქმებულიყო განჩინება სადიგოვისთვის შეფარდებული 3-თვიანი საექსტრადიციო პატიმრობა, ალტერნატივის სახით კი სასამართლოს შესთავაზეს გირაოს გამოყენება 2 000 ლარის ოდენობით. პარალელურად, აფგან სადიგოვმა და მისმა ადვოკატებმა საქართველოს შსს-ს მიგრაციის დეპარტამენტს განცხადებით მიმართეს საქართველოში საერთაშორისო თავშესაფრის მოთხოვნით. 13 აგვისტოს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე გიორგი მიროტაძემ დაუშვებლად ცნო "უფლებები საქართველოს" სააპელაციო საჩივარი და პირველი ინსტანციის სასამართლოს განჩინება უცვლელად დატოვა.
დიდი შვიდეულის ლიდერები შეთანხმდნენ, რომ ნავთობისა და გაზის საშუალებით რუსეთზე ზეწოლას გააძლიერებენ
ტრამპმა ირანთან შეთანხმების გამო რუსული ნავთობის წინააღმდეგ სანქციების აღდგენის შესახებ განაცხადა
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
Marneuli News: დაცვის თანამშრომელი, რომელიც 11 აპრილს სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულებისას სცემეს, გარდაიცვალა
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)