12:37 - 10 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-11-01 16:20:21, 629 ნახვა

ომი უკრაინაში
სიკორსკი ზელენსკის - ჩვენ იმაზე მეტი გავაკეთეთ უკრაინისთვის, ვიდრე ნებისმიერმა სხვა ქვეყანამ

იმ ქვეყნებს შორის, რომლებიც უკრაინას ეხმარებიან, თუ მხედველობაში მივიღებთ სამხედრო, ფინანსურ, ეკონომიკურ, ჰუმანიტარულ დახმარებას და დახმარებას უკრაინელი ლტოლვილებისთვის, პოლონეთმა მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებაში, იმაზე მეტი გააკეთა უკრაინისთვის, ვიდრე ნებისმიერმა სხვა ქვეყანამ,- ასე ეხმაურება პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი რადოსლავ სიკორსკი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ პოლონეთი უკრაინისთვის "მიგ-29" ტიპის მოიერიშე თვითმფრინავების გადაცემაზე უარს აცხადებს.

როგორც სიკორსკიმ აღნიშნა , აღმოსავლეთ საზღვრის გასწვრივ პოლონეთის თითქმის 300 ტანკი, მძიმე ტექნიკა და თვითმფრინავებია.

"როგორც დასავლეთმა, ჩვენ უკრაინას გავუგზავნეთ დახმარება 200 მილიარდი ევროს ოდენობით. იმ ქვეყნებს შორის, რომლებიც უკრაინას ეხმარებიან, თუ მხედველობაში მივიღებთ სამხედრო, ფინანსურ, ეკონომიკურ, ჰუმანიტარულ დახმარებას და უკრაინელ ლტოლვილებს მშპ-ს პროპორციულად, პოლონეთმა უფრო მეტი გააკეთა უკრაინისთვის, ვიდრე რომელიმე სხვა ქვეყანამ. ჩვენ ვცდილობთ დახმარებას, მაგრამ ჩვენ ასევე ვართ ფრონტისპირა ქვეყანა. რუსეთი ჩვენ გვემუქრება და ყველაფერი არ არის შესაძლებელი.  პოლონეთმა უკრაინას თითქმის 300 ტანკი, ასევე დიდი რაოდენობით მძიმე ტექნიკა და თვითმფრინავი გადასცა",- აღნიშნა სიკორსკიმ.

შეგახსენებთ, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინას კვლავ სურს "მიგ-29" გამანადგურებლების მიღება პოლონეთიდან, მაგრამ პოლონური მხარე ამ თვითმფრინავებს ჯერ არ აწვდის.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„ცისფერი მთებივით“ ვეღარ გაურკვევიათ, აქ არიან, თუ იქ - პაპუაშვილი ენმ-ზე
პაპუაშვილი - რუბიო არც კი ხვდება კაია კალასს, ასეთი უმწიფარი საგარეო პოლიტიკა რომ აქვს ევროკავშირს
საქართველოს ბანკის და კომაროვის ყველაზე მასშტაბური STEM ოლიმპიადის გამარჯვებული ცნობილია
სი ძინპინმა განაცხადა, რომ ჩინეთ-ჩრდილოეთ კორეის ურთიერთობები ახალ ისტორიულ ეტაპზე შევიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics