22:04 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-10-27 00:24:02, 445 ნახვა

პოლიტიკა
ბოკუჩავა - ჩვენ მოპარული, მიტაცებული საარჩევნო შედეგის აღიარებას არ ვაპირებთ [ვიდეო]

ჩვენ მოპარული, მიტაცებული არჩევნების შედეგებს არ ვიღებთ და ჩვენ ამ მოპარული, მიტაცებული საარჩევნო შედეგის აღიარებას არ ვაპირებთ,- ამის შესახებ „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

როგორც ბოკუჩავამ ცოტა ხნის წინ გამართულ საგანგებო ბრიფინგზე აღნიშნა, მმართველმა პარტიამ ქართველ ხალხს „გამარჯვება და ევროპული მომავალი მოპარა“.

„ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ შეასრულა ივანიშვილის ბინძური დაკვეთა და გამოაცხადა შედეგები, რომლებიც აჩვენებს, რომ ივანიშვილმა ქართველ ხალხს გამარჯვება მოპარა და ამით მოპარა ევროპული მომაალი. „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ სახელით ვაცხადებთ, რომ ჩვენ მოპარული, მიტაცებული არჩევნების შედეგებს არ ვიღებთ და ჩვენ ამ მოპარული, მიტაცებული საარჩევნო შედეგის აღიარებას არ ვაპირებთ",- განაცხადა თინა ბოკუჩავამ. 

ცნობისთვის, საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ, არსებული 3 111 საარჩევნო უბნიდან ამ დროისთვის დათვლილია 2 251 უბანი. წინასწარი მონაცემების მიხედვით, საპარლამენტო არჩევნებში „ქართული ოცნება“ 53.064%-ით ლიდერობს.









ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
კობახიძემ ივანიშვილის დაფუძნებულ ე.წ ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქს ბიუჯეტიდან 106 530 ლარი გამოუყო
ჟურნალისტ როგავამ ეჭვი შეიტანა დაკავებული სპეცრაზმელის თავდასხმაში მონაწილეობაში
ახალი კონფლიქტი: ვარშავამ კიევი ისტორიულ პროვოკაციაში დაადანაშაულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics