23:16 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-10-26 16:23:02, 354 ნახვა

პოლიტიკა
ბეჟაშვილი - ისანში, ჩვენ წარმომადგენელ მარიამ დოლიძეს თავს დაესხნენ - ის საავადმყოფოშია გადაყვანილი [ვიდეო]

ისანში, ჩვენ წარმომადგენელ მარიამ დოლიძეს ორჯერ დაესხნენ თავს. მე-2 თავდასხმის დროს გამოიყენეს დუბინკები და ახლა ის საავადმყოფოშია გადაყვანილი - აი, ეს არის “ქართული ოცნების“ რეალური სახე,- ამის შესახებ “ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, “ქართული ოცნების“ "ზონდერჯგუფების" მხრიდან თავდასხმა მოხდა ყვარელშიც, მე-11 საარჩევნო უბანზე, სადაც “ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს დაესხნენ თავს“.

"ის თავდასხმები, რომელიც ორგანიზებულია საქართველოს მთლიან ტერიტორიაზე, მეტყველებს იმაზე, რომ “ქართული ოცნება“ აგებს არჩევნებს. ჩვენ ვართ ყველა უბანზე და ვიცავთ ჩვენი მოქალაქეების ხმებს. მივმართავ შინაგან საქმეთა მინისტრ გომელაურს, თუ მას აქვს მუნდირის ღირსება, მან უნდა მიიღოს გადამწყვეტი ზომები ძალადობის აღსაკვეთად, ეს არ არის საამართლიანი და თავისუფალი საარჩევნო გარემო.

მარიამის თქმით, თავდამსხმელები არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ, აწყობდნენ პროვოკაციებს. მას შემდეგ კი, რაც მარიამმა კანონის მითითებით ტერიტორიის დატოვებისკენ მოუწოდა - ფიზიკურად გაუსწორდნენ. ის საავადმყოფოშია გადაყვანილი, აქვს დაზიანებები მუცლისა და თავის არეში",- განაცხადა ბეჟაშვილმა.









ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
კობახიძემ ივანიშვილის დაფუძნებულ ე.წ ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქს ბიუჯეტიდან 106 530 ლარი გამოუყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics