23:17 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-10-26 13:18:47, 460 ნახვა

პოლიტიკა
კორძაია - მივმართავ შს მინისტრს, ჩვენი პარტიის წევრის, აზატ ქერიმოვის ცემასთან დაკავშირებით დაუყოვნებლივ დააკავონ მოძალადე [ვიდეო]

მივმართავ შინაგან საქმეთა მინისტრს, ჩვენი პარტიის წევრის, აზატ ქერიმოვის ცემასთან დაკავშირებით დაუყოვნებლივ დააკავონ ის მოძალადე,- ამის შესახებ “ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, თამარ კორძაიამ განაცხადა.

კორძაიას თქმით, “შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური იქნება პასუხისმგებელი, იმ უმოქმედობაზე, რასაც დღეს პოლიცია კანონდარღვევებზე ჩადის“

“ნაძალადევში მე-9 უბანზე ადამიანმა ხმა ორჯერ მისცა და ეს სისხლის სამართლის დანაშაულია. იგივე მოხდა კრწანისში, მე-4 უბანზე, სადაც პოლიცია გამოძახებულია 2 საათზე მეტია და ადგილზე არავინ არ მისულა.

მივმართავ შინაგან საქმეთა მინისტრს, რომ დღეს ადგილი აქვს დანაშაულის ფაქტებს საარჩევნო უბნებში. ასევე პერსონალურად გიორგი კალანდარიშვილი იქნება პასუხისმგებელი იმ დარღვევებზე, რაც ხდება საქართველოში საარჩევნო უბნებზე. ის, რაც მარნეულში ხდება არის სრული კატასტროფა. შევარდნაძის პერიოდის შემდეგ ასეთი რამ საქართველოში არ მომხდარა და გიორგი კალანდარიშვილს ვულოცავ ასეთი წარმატებული არჩევნების ჩატარებას.

მივმართავ შინაგან საქმეთა სამინისტროს, ჩვენი პარტიის წევრის აზატ ქერიმოვის ცემასთან დაკავშირებით დაუყოვნებლივ დააკავონ ის მოძალადე, რომელმაც ეს სასტიკი დანაშაული ჩაიდინა.

გარდა ამისა, მარნეულში 74-ე და 50-ე უბნებზე კომისიის წევრები ეხმარებიან და აფერადებინებენ ამომრჩევლებს საარჩევნო უბნებში კონკრეტულ პარტიას. ასევე გლდანში კომისიის წევრი სხვის ნაცვლად აძლევს ხმას. კონკრეტულად, როდესაც დამკვირვებელმა ჰკითხა ამომრჩეველს რატომ მალავდა ბიულეტენს, ის გაიქცა და შემდეგ თავად გაააფერა და ბიულეტენი თავად ჩააგდო ყუთში“,- განაცხადა კორძაიამ.









ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
კობახიძემ ივანიშვილის დაფუძნებულ ე.წ ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქს ბიუჯეტიდან 106 530 ლარი გამოუყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics