00:34 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-10-25 14:18:17, 316 ნახვა

პოლიტიკა
პაპუაშვილი 20 ოქტომბრის მარშზე - ეს იყო „ოცნების“ საწინააღმდეგო ღონისძიება, რომელიც ორგანიზებული იყო „ენჯეოების“ და ოპოზიციის მიერ უცხოური ფულით

არადეკლარირებული საარჩევნო კამპანია ასევე ერთ-ერთი პრობლემა არის, როდესაც არასამთავრობო ორგანიზაციები პირდაპირ ჩართული არიან აგიტაციაში „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ, მათ შორის, 20 ოქტომბრის თავყრილობა იყო ამის ერთ-ერთი მაგალითი, -  ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ეს იყო არასამთავრობოების და ოპოზიციის მიერ უცხოური ფულით ორგანიზებული შეხვედრა, რომელიც მმართველი პარტიის წინააღმდეგ იყო მიმართული.

„აქ სულელი არავინ არის, ნურავინ დაიწყებს ქართველი ხალხის მოტყუებას, უცხოელი პოლიტიკოსი იქნება ეს თუ დიპლომატი, თითქოს, ეს იყო საქართველოს მოქალაქეების ევროპასთან დაკავშირებული რაღაც შეხვედრა. ეს იყო ცხადად „ქართული ოცნების“ საწინააღმდეგო ღონისძიება, რომელიც ორგანიზებული იყო ენჯეოების და ოპოზიციის მიერ და ეს საჯაროდაც ჩანდა, რომ ეს არის ენჯეოების ორგანიზებული ოპოზიციასთან ერთად. როგორც ჩანს და აშკარა იყო, რომ ამ აქციის ორგანიზებაში და გამართვაში დაიხარჯა უცხოური ფული, რაც წარმოადგენს უკანონო შემოწირულობას საარჩევნო კამპანიაში და რა თქმა უნდა, ესეც მნიშვნელოვანი იქნება, რომ დადგინდეს. მათ შორის, ამ ენჯეოებს მოვუწოდებ, გაასაჯაროონ, რას მალავენ აბა, გაასაჯაროონ რა თანხები დახარჯეს, ვისი თანხები დახარჯეს და უთხრან საქართველოს მოქალაქეებს ვისი ფულით ცდილობენ ისინი, რომ ზემოქმედება მოახდინონ და დეზინფორმაციული კამპანია აწარმოონ  წინასაარჩევნო პროცესში“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics