|
2024-10-24 12:53:05, 820 ნახვა
ომი უკრაინაში
გაეროს მოსახლეობის ფონდი - რუსეთის ფართომასშტაბური ინტერვენციის დაწყების შემდეგ, უკრაინის მოსახლეობა 10 მილიონით შემცირდა
რუსეთის ფართომასშტაბური ინტერვენციის დაწყების შემდეგ, უკრაინის მოსახლეობა 10 მილიონით, ანუ დაახლოებით, მეოთხედით შემცირდა,- ამის შესახებ გაეროს მოსახლეობის ფონდის წარმომადგენელმა, ფლორენს ბაუერმა ჟენევაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ბაუერის განმარტებით, კლება განპირობებულია ლტოლვილების დიდი რაოდენობით, შობადობის შემცირებით და ომში დაღუპულებით. "შობადობის მაჩვენებელი მკვეთრად დაეცა და ამჟამად შეადგენს ერთ ბავშვს ერთ ქალზე, რაც არის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელი",- განაცხადა გაეროს მოსახლეობის ფონდის აღმოსავლეთ ევროპის განყოფილების ხელმძღვანელმა. როგორც ბაუერმა აღნიშნა, რუსეთის ინტერვენციამ უკრაინაში არსებული ისედაც რთული დემოგრაფიული მდგომარეობა კიდევ უფრო გაამწვავა. 2021 წლის მონაცემებით, რუსეთის მიერ ფართომასშტაბური ომის დაწყებამდე უკრაინის მოსახლეობა 40 მილიონს შეადგენდა. ბაუერის თქმით, უკრაინის მოსახლეობაზე ომის გავლენის ზუსტი შეფასება შესაძლებელი იქნება კონფლიქტის დასრულების შემდეგ, როდესაც შესაძლებელი იქნება მოსახლეობის სრული აღწერის ჩატარება.
საკრებულოების შუალედურ არჩევნებში მონაწილეობას მხოლოდ ოცნება და ლელო მიიღებს
ეკა კუპატაძე თამარ ბაჩალიაშვილის მშობლებს მხარდაჭერას უცხადებს
შიო III-მ უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელ მიტროპოლიტ ონოფრეს ინტრონიზაციის წლისთავი მიულოცა
ვიღაცა მაგრად თამაშობს - დადიანიძის დედა მისი შვილის სახელით გავრცელებულ FB-პოსტებზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)