13:28 - 21 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-02-26 10:55:43, 381 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი კვირიკაშვილმა საფრანგეთის ელჩთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა

საქართველოს პრემიერ–მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საფრანგეთის ელჩთან საქართველოში, რენო სალენსთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა.

საგარეო უწყების ინფორმაციით, საუბარი შეეხო საქართველო–საფრანგეთის ურთიერთობების ძირითად საკითხებს, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისა და ევროკავშირთან ვიზალიბერალიზაციის პროცესებს.

საქართველოს პრემიერ–მინისტრმა  და საფრანგეთის ელჩმა რეგიონში არსებულ ვითარებასა და საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებზე იმსჯელეს.

გიორგი კვირიკაშვილმა  მადლობა გადაუხადა რენო სალენსს  ორი ქვეყნას შორის თანამშრომლობის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის და წარმატებები უსურვა მომავალ საქმიანობაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ევროპაში საბრძოლო ველზე სუპერტანკი წარადგინეს, რომელიც რობოტული კოშკურითა და დრონებითაა აღჭურვილი .
ვენსი შვეიცარიაში ირანთან მოლაპარაკებებისთვის ჩავიდა
მზია ამაღლობელი - ელენე ხოშტარიას მდგომარეობის დაიგნორება გაუჭირდებათ - მინდა მას ვუთხრა, რომ მარტო არ არის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics