03:03 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-10-23 13:10:48, 361 ნახვა

პოლიტიკა
მდინარაძე - თბილისი რომ თავის სიტყვას იტყვის, შეიძლება, დამამშვიდებლები დასჭირდეთ

დილიდან, თურმე, ისტერიკაშია „ნაცტელევიზიები“, ხალხი მოჰყავთ რეგიონებიდანო. დიახ, ვისაც წამოსვლა უნდა, მთლად ყველას ვერა, მაგრამ მათი მნიშვნელოვანი ნაწილის ტრანსპორტირებას უზრუნველვყოფთ, ნუ ღელავთ ასე,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში წერს. 

მდინარაძის განცხადებით, „თბილისი რომ თავის სიტყვას იტყვის, იმაზე შეიძლება, მართლა დამამშვიდებლები დასჭირდეთ“.

„დილიდან, თურმე, ისტერიკაშია „ნაცტელევიზიები“, ხალხი მოჰყავთ რეგიონებიდანო. დიახ, ვისაც წამოსვლა უნდა, მთლად ყველას ვერა, მაგრამ მათი მნიშვნელოვანი ნაწილის ტრანსპორტირებას უზრუნველვყოფთ, ნუ ღელავთ ასე. 

რეგიონები ადარდებთ და თბილისი რომ თავის სიტყვას იტყვის, იმაზე შეიძლება, მართლა დამამშვიდებლები დასჭირდეთ. მაგრამ რა დაამშვიდებთ - მათი ხუთნომრიანი მთავარი პარტიაც კი, იმდენ ხმას ვერ მიიღებს, რამდენი ადამიანიც იქნება დღეს აქციაზე!" - წერს მდინარაძე.

შეგახსენებთ, დღეს, 23 ოქტომბერს თბილისში, თავისუფლების მოედანზე „ქართული ოცნება“  საარჩევნო კამპანიის დასკვნით ღონისძიებას მართავს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics