05:59 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-10-20 20:32:36, 406 ნახვა

პოლიტიკა
ზურაბიშვილი - მინდა მივმართო ევროპელებს, თუ ამერიკელებს და ვუთხრა, რომ ჩვენ ვიქნებით ისეთი პარტნიორი და მოკავშირე, როგორიც არც დაესიზმრებათ = ვიდეო

მინდა მივმართო პარტნიორებს, ევროპელებს, თუ ამერიკელებს და ვუთხრა, რომ ჩვენ ვიქნებით ისეთი პარტნიორი და მოკავშირე, როგორიც არც დაესიზმრებათ, როდესაც ევროპაში შევალთ! - ამის შესახებ პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა თავისუფლების მოედანზე მიმდინარე აქციაზე, განაცხადა.

„მინდა მივმართო პარტნიორებს, ევროპელებს, თუ ამერიკელებს. მინდა ვუთხრა, რომ ჩვენ ვიქნებით ისეთი პარტნიორი და მოკავშირე, როგორიც არც დაესიზმრებათ, როდესაც ევროპაში შევალთ და შევალთ ევროპაში!

არ მინდა ამ დღეებში თქვენგან გავიგო „რაიმე თუ“ ან „რომ“. ყველაფერი ნათელია, აქ გამარჯვებულია საქართველო და მისი მომავალი. მადლობა თქვენ“, - აღნიშნა პრეზიდენტმა.

"საქართველო ირჩევს ევროკავშირს" - სახალხო მარში თბილისში, 5-ივე ლოკაციიდან დაიწყო და თავისუფლების მოედანზე დასრულდა. მოქალაქეები მარჯანიშვილის მოედანზე, ამაღლების ქუჩაზე, 300 არაგველის ობელისკთან, გმირთა მოედანსა და რესბუბლიკის მოედანზე შეიკრიბნენ და ახლა მსვლელობით თავისუფლების მოედნისკენ წავიდნენ. 

მსვლელობას, მოქალაქეებთან ერთად, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებიც შეუერთდნენ, მათ შორის კოალიცია ცვლილებისთვის, ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის, ძლიერი საქართველოსა და ფედერალისტების წევრები.









ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics