05:57 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-10-18 18:23:59, 317 ნახვა

პოლიტიკა
მიქანაძე - ადგილობრივი ორგანიზაციების დონორებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ მათ მიერ დაფინანსებული ორგანიზაციების მხრიდან დეზინფორმაციის გავრცელება მათი პასუხისმგებლობაცაა

„ქართული ოცნების“ დეპუტატმა, გივი მიქანაძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ოპოზიციური პარტიები, მედიასაშუალებები და არასამთავრობო ორგანიზაციები მიზანმიმართულ სიცრუის კამპანიას აწარმოებენ, რომელიც მმართველი პარტიის „დისკრედიტაციას ისახავს მიზნად".

როგორც მიქანაძემ აღნიშნა, „ადგილობრივი ორგანიზაციების დონორებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ მათ მიერ დაფინანსებული ორგანიზაციების მიერ დეზინფორმაციის გავრცელება მათი პასუხისმგებლობაცაა, ამიტომ, შესაბამისი რეაგირება უნდა მოახდინონ“.

„მივმართავთ ადგილობრივი ორგანიზაციების დონორებს, მათ უნდა გაითვალისწინონ, რომ მათ მიერ დაფინანსებული ორგანიზაციების მხრიდან დეზინფორმაციის გავრცელება და არასწორი აღქმების ჩამოყალიბება ამომრჩევლებს შორის, მათი პასუხისმგებლობაცაა; ამიტომ, მოვუწოდებთ, რომ მათი მხრიდან ამ ფაქტებს მოჰყვეს შესაბამისი რეაგირება.

მოვუწოდებთ საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებს არ გაითვალისწინონ სიცრუის შემცველი ინფორმაციები პირადობის მოწმობებთან დაკავშირებით და შეაფასონ საკუთარ ანგარიშებში როგორც ოპოზიციის სიცრუის ტირაჟირება, ასევე - ადგილობრივი ორგანიზაციების მიერ მათი მხარდაჭერის კუთხით პოზიციონირება",- განაცხადა მიქანაძემ. 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics