14:24 - 18 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-13 15:10:35, 1366 ნახვა

სამართალი
"გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ ფინანსურ ანგარიშებში გამოვლენილ შეუსაბამობაზე გამოძიება დაიწყო

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით,   შ.პ.ს. „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ 2014 წლის ფინანსური და ბუღალტრული  ანგარიშების ანალიზისას,  გარკვეული შეუსაბამობები დაფიქსირდა. მათივე ცნობით, აღნიშნულის   თაობაზე კომპანიის ხელმძღვანელობამ  საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო საქმის კურსში ჩააყენა.
"სამინისტრომ, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, შეისწავლა საქმე და, შემდგომი რეაგირებისთვის,  საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტიკორუფციულ დეპარტამენტს გადაუგზავნა. ამ დროისთვის მიმდინარეობს გამოძიება და მის დასრულებამდე ამ თემასთან დაკავშირებით, რაიმე ტიპის განცხადების გაკეთება მხოლოდ გამოძიების პროცესზე ზეწოლად შეიძლება ჩაითვალოს",-განმარტავენ უწყებაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ხარკოვის ოლქში რუსეთის სარაკეტო დარტყმას 10 ადამიანი ემსხვერპლა 17 კი დაშავდა
ჩხუბი ბათუმის ბულვარში - დაჭრილია 2 ადამიანი
ნიკა გვარამია - „ნდობის აღდგენა“ სრულიად ფუჭი სიტყვებია და მის უკან არავითარი პოლიტიკური შინაარსი არ დგას
კობახიძის ინფორმაციით, გუშინდელი მდგომარეობით, აფხაზეთში დაახლოებით 680 ტონა საწვავი იყო შეტანილი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics