07:01 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-10-18 16:25:57, 417 ნახვა

პოლიტიკა
ფიშერი - საქართველოს არ შეუძლია გააკეთოს ყველაფერი, რაც სურს და ევროკავშირში გაწევრიანდეს

გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი საქართველოსთან დაკავშირებით ევროპული საბჭოს მიერ მიღებულ დოკუმენტს ეხმაურება.

როგორც ფიშერი სოციალურ ქსელში წერს, საქართველოს არ შეუძლია გააკეთოს ყველაფერი, რაც სურს და ევროკავშირში გაწევრიანდეს.

"ეს არის ევროკავშირის ოფიციალური პოზიცია საქართველოზე, რომელიც 17 ოქტომბერს დაამტკიცა ევროპულმა საბჭომ, ევროკავშირის გაფართოების შესახებ საბოლოო გადაწყვეტილების მიმღებმა ორგანომ. თუ გაღელვებთ ეს საკითხი, წაიკითხეთ და გაიგეთ ეს სიტყვები. საქართველოს შეუძლია გააკეთოს ის, რაც სურს. მაგრამ მას არ შეუძლია, გააკეთოს ყველაფერი, რაც უნდა და გაწევრიანდეს ევროკავშირში. თქვენ გადაწყვიტეთ",- წერს ფიშერი X-ზე.

შეგახსენებთ, ევროპულმა საბჭომ საქართველოსთან დაკავშირებით დასკვნა გამოაქვეყნა. დოკუმენტში ნათქვამია, რომ "მთავრობის ქმედებები საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროპულ გზას და დე ფაქტო აჩერებს გაწევრიანების პროცესს".





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
დონალდ ტრამპის შესახებ ახალი წიგნი, გამოსვლიდან პირველივე კვირაში ბესტსელერი გახდა
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics