07:01 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-10-18 12:59:38, 360 ნახვა

პოლიტიკა
ჰერჩინსკი - როგორი მომავალი სურს საკუთარი ქვეყნისთვის, თითოეული ქართველის გადასაწყვეტია

არჩევნები არის დემოკრატიის დღესასწაული, როგორი მომავალი სურთ საკუთარი ქვეყნისთვის, თითოეული ქართველის გადასაწყვეტია,- ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა.

ჰერჩინსკის თქმით, ევროკავშირი მზად არის, საქართველო გახდეს ევროპული გაერთიანების წევრი, მაგრამ ეს უნდა მოხდეს წესებისა და პრინციპების საფუძველზე.

"10 დღეზე ნაკლებ დროში გაიმართება არჩევნები, ფაქტობრივად, ერთ კვირაში. ასე რომ, თქვენზე, ქართველებზე იქნება დამოკიდებული თქვენი ქვეყნის მომავლის გადაწყვეტა. თქვენ გაქვთ ძალაუფლება, გადაწყვიტოთ, როგორი მომავალი გსურთ საკუთარი თავისთვის და თქვენი შვილებისთვის. არავინ სხვა არ უნდა წყვეტდეს, მხოლოდ თქვენ. ეს არჩევნები ფარულია. თითოეულ თქვენგანს ექნება შანსი, გადაწყვიტოს, გსურთ თუ არა, საქართველო წინ წავიდეს და გახდეს ევროკავშირის წევრი. ლიდერები იყვნენ მკაფიო. ჩვენ მზად ვართ, მიგიღოთ; მზად ვართ, საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი, მაგრამ ეს უნდა მოხდეს იმ წესებისა და პრინციპების საფუძველზე, რომლებიც ვრცელდება ყველა ჩვენგანზე - ევროკავშირის ამჟამინდელ 27 წევრ სახელმწიფოზე და ყველა ქვეყანაზე, რომელსაც სურს, შეუერთდეს კავშირს. ეს წესები ძალიან ნათელია: თავისუფლება, დემოკრატია, კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებები",- განაცხადა ევროკავშირის ელჩმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
დონალდ ტრამპის შესახებ ახალი წიგნი, გამოსვლიდან პირველივე კვირაში ბესტსელერი გახდა
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics