08:15 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-10-15 22:23:37, 453 ნახვა

პოლიტიკა
ივანიშვილი - შიდა და გარე მტრებს არ უნდა მივცეთ საშუალება, რომ საქართველო დასაღუპად გაიმეტონ

ჩვენს გუნდს აქვს გამოცდილება, უნარი და პოლიტიკური ნება, ქვეყანაში მშვიდობა, სტაბილურობა და კეთილდღეობა უზრუნველყოს,- ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილმა, ზუგდიდში, საარჩევნო კამპანიის ფარგლებში გასვლით ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ივანიშვილის თქმით, “შიდა და გარე მტრებს არ უნდა მივცეთ საშუალება, რომ საქართველო დასაღუპად გაიმეტონ”.

„ჩვენს გუნდს აქვს გამოცდილება, უნარი და, რაც მთავარია, პოლიტიკური ნება, რომ ქვეყანაში მშვიდობა, სტაბილურობა და კეთილდღეობა უზრუნველყოს. ჩვენ შეგვიძლია, ჩვენ მიერ დაწყებული ევროპული გზა ქართველ ხალხთან ერთად, ლოგიკურად დავასრულოთ და ღირსების შენარჩუნებით გავხდეთ ევროკავშირის წევრი. ამის საპასუხოდ, გარე ძალების აგენტურას კვლავ ომი, ქაოსი და სიღარიბე სურს, რასაც გზა ქვეყნის განადგურებამდე მიჰყავს. 

შიდა და გარე მტრებს არ უნდა მივცეთ საშუალება, რომ საქართველო დასაღუპად გაიმეტონ. მათ დღემდე ვერ გაუგიათ, რომ საზოგადოების შეცდომაში შეყვანას როგორც უნდა ეცადონ, არ არსებობს ორი საქართველო! საქართველო მხოლოდ ერთია, რომლის მოსახლეობასაც მშვიდობით, ღირსებითა და კეთილდღეობით, საკუთარი ღირებულებების შენარჩუნებით სურს გახდეს ევროპული ოჯახის წევრი! სწორედ ეს მარწმუნებს, რომ 26 ოქტომბერს კიდევ ერთხელ გავერთიანდებით, გავიმარჯვებთ და ქვეყანას სამშვიდობოს გავიყვანთ!“,- განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინამ და შვედეთმა 16 Gripen E გამანადგურებლის შესყიდვის შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი
ღალიბაფი: თუ აშშ უარს იტყვის დიალოგის გზით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე, ჩვენ ომისთვის მზად ვართ
დონალდ ტრამპის შესახებ ახალი წიგნი, გამოსვლიდან პირველივე კვირაში ბესტსელერი გახდა
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics