21:05 - 19 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-02-25 18:27:05, 914 ნახვა

სამართალი
პრეზიდენტმა უზენაესი სასამართლოს წევრობის კანდიდატად ანა დოლიძე წარადგინა

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა უზენაესი სასამართლოს წევრობის კანდიდატად ანა დოლიძე წარადგინა.

ამის შესახებ პრეზიდენტმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც მარგველაშვილმა აღნიშნა, ანა დოლიძე პრინციპულობით და პროფესიონალიზმით გამოირჩეული ადამიანია.

„ცოტა ხნის წინ საქართველოს პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეს ლევან მურუსიძეს შუეწყვიტა უფლებამოსილება. აქედან გამომდინარე, ჩვენ დაგვიდგა ვალდებულება ახალი კანდიდატი წარვადგინოთ უზენაეს სასამართლოში. მე საქართველოს პარლამენტს უზენაეს სასამართლოში განსაწესებლად წარდვუდგენ ქალბატონი ანა დოლიძის კანდიდატურას. ეს არის ადამიანი, რომელიც წლების განმავლობაში გამოირჩეოდა პრინციპულობით უსამართლობასთან ბრძოლაში. ადამიანი, რომელიც გამორჩეულია თავისი პროფესიონალიზმით. იგი გამორჩეულია თავისი პრინციპული და უშიშარი პოზიციით ერთ-ერთ ყველაზე გახმაურებულ - გირგვლიანის საქმეზე წინა ხელისუფლების დროს. მე დარწმუნებული ვარ, რომ ქალბატონი ანა ამ მნიშვნელოვან პოსტზე შეინარჩუნებს იმ ღირებულებას და იმ პრინციპულობას, რაც მას ახასიათებდა ბევრი ჩვენთაგანივით. დარწმუნებული ვარ, პარლამენტი უმოკლეს ვადებში განამწესებს ქალბატონ ანას ამ სამსახურში“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

ცნობისთვის, ანა დოლიძე ამ დროისთვის თავდაცვის მინისტრის მოადგილის თანამდებობას იკავებს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
დუმის არჩევნების შემდეგ მობილიზაციის შესახებ ხმების ფონზე, რუსები საქართველოს საზღვარზე რიგში ჩადგნენ - რუსული მედია
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავტომობილების დაჯარიმების თაობაზე მოქალაქეებს თაღლითური SMS-ების შესახებ აფრთხილებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics