09:31 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-10-15 15:08:24, 285 ნახვა

პოლიტიკა
კირცხალია - დამერწმუნოს ბატონი ფიშერი, რომ ავტოგოლები გააქვთ მის ხელისუფლებაში, ბუნდესტაგში, როდესაც ყველანაირ დიპლომატიურ ჩარჩოს არღვევენ

გერმანიის ელჩის პიტერ ფიშერის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე, ირაკლი კირცხალია ეხმაურება. 

ირაკლი კირცხალიას განცხადებით, "ავტოგოლები გააქვს გერმანიის ხელისუფლებას, როდესაც უცხო ქვეყნის შიდა საქმეებში ერევა".

"როგორც ვამხელდით, გრძელდება სამწუხაროდ, ასე უხეშად ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევა და განსაკუთრებით წინასაარჩევნო პერიოდში. ავტოგოლები, დამერწმუნოს ბატონი ფიშერი, რომ გააქვთ მის ხელისუფლებაში, ბუნდესტაგში, კომიტეტის თავმჯდომარეებს, მოადგილეებს და ა.შ. როდესაც ყველანაირ დიპლომატიურ ჩარჩოს არღვევენ და ღიად ერევიან უცხო ქვეყნის საგარეო პოლიტიკაში",- განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.

დიპლომატმა პეტერ ფიშერმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ „დღეს ვიღაცამ ავტოგოლი გაიტანა“. მანამდე იყო კახა კალაძის განცხადება, რომელმაც გერმანიის ევროპულ საქმეთა მინისტრი გააკრიტიკა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ აშშ-სა და ირანს შორის ტექნიკური მოლაპარაკებები მიმდინარეობს
უკრაინამ Rheinmetall-ისგან 155 მმ-იანი საარტილერიო ჭურვები შეუკვეთა
უკრაინამ და შვედეთმა 16 Gripen E გამანადგურებლის შესყიდვის შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი
ღალიბაფი: თუ აშშ უარს იტყვის დიალოგის გზით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე, ჩვენ ომისთვის მზად ვართ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics