20:13 - 19 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-10-14 10:03:02, 618 ნახვა

ომი უკრაინაში
უკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 670 190-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, ომის დაწყებიდან დღემდე, რუსულმა არმიამ 670 190-მდე ჯარისკაცი დაკარგა.

რუსეთის სავარაუდო დანაკარგი 2022 წლის 24 თებერვლიდან 2024 წლის 14 ოქტომბრის 06:00 საათისთვის ასეთია:

  • ჯარისკაცი - დაახლოებით - 670 190;
  • ​ტანკი - 8 975;
  • ჯავშანტექნიკა - 17 895;
  • საარტილერიო სისტემა - 19 421;
  • სარაკეტო სისტემა - 1 231;
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა - 978;
  • თვითმფრინავი - 369;
  • ვერტმფრენი - 329;
  • ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი - 17 009;
  • საკრუიზო რაკეტა - 2 619; 
  • გემი/ნავი/კატარღა - 28;
  • წყალქვეშა ნავი - 1; 
  • საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი - 26 622;
  • ​სპეციალური აღჭურვილობა - 3 437.

აღსანიშნავია, რომ გარდაცვლილი ჯარისკაცების სრულ აღრიცხვას არ აწარმოებს თავად რუსეთი.

ცნობისთვის, რუსეთმა უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომი 2022 წლის 24 თებერვალს, დილის საათებში დაიწყო. ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას საჰაერო სივრცის ჩაკეტვა მოჰყვა. რუსეთი უკრაინას სხვადასხვა მიმართულებიდან უტევს, ბომბავს სამოქალაქო და სტრატეგიული ინფრასტრუქტურის ობიექტებს. ოკუპანტს კონტრიერიშით პასუხობს უკრაინაც.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
დუმის არჩევნების შემდეგ მობილიზაციის შესახებ ხმების ფონზე, რუსები საქართველოს საზღვარზე რიგში ჩადგნენ - რუსული მედია
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავტომობილების დაჯარიმების თაობაზე მოქალაქეებს თაღლითური SMS-ების შესახებ აფრთხილებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics