09:31 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-10-13 12:07:01, 375 ნახვა

პოლიტიკა
„კოალიცია ცვლილებისთვის“ - პრეზიდენტის ინიციატივას მხარს ვუჭერთ

"კოალიცია ცვლილებისთვის" ტექნიკურ მთავრობასთან დაკავშირებით პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ინიციატივას მხარს უჭერს.

როგორც კოალიციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ინიციატივა "ქართულ ქარტიასთან" სრულ შესაბამისობაშია.

"პრეზიდენტის ინიციატივა სრულ შესაბამისობაშია "ქართულ ქარტიასთან". ჩვენ ხელმოწერით დავადასტურეთ ჩვენი ერთგულება, სრულად შევასრულოთ ქარტიით გათვალისწინებული ყველა პუნქტი. შესაბამისად, მხარს ვუჭერთ პრეზიდენტის ინიციატივას",- აღნიშნულია "კოალიცია ცვლილებისთვის" განცხადებაში.

ცნობისთვის, გუშინ, 12 ოქტომბერს საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ 26 ოქტომბრის არჩევნებამდე ტექნიკურ მთავრობას წარადგენს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ აშშ-სა და ირანს შორის ტექნიკური მოლაპარაკებები მიმდინარეობს
უკრაინამ Rheinmetall-ისგან 155 მმ-იანი საარტილერიო ჭურვები შეუკვეთა
უკრაინამ და შვედეთმა 16 Gripen E გამანადგურებლის შესყიდვის შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი
ღალიბაფი: თუ აშშ უარს იტყვის დიალოგის გზით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე, ჩვენ ომისთვის მზად ვართ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics