|
2024-10-10 21:56:33, 684 ნახვა
ომი უკრაინაში
ტყვედ აყვანილი უკრაინელი ჟურნალისტი რუსეთის ციხეში გარდაიცვალა
ჟურნალისტი ვიქტორია როშჩინა 19 სექტემბერს გარდაიცვალა. როგორც გრატი წერს, წერილში, რომელიც რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ მამას გაუგზავნა, გარდაცვალების თარიღია მითითებული. წერილი 2 ოქტომბრით თარიღდება, თუმცა ჟურნალისტის მამამ მისი გარდაცვალების შესახებ მხოლოდ დღეს შეიტყო. მოკლე წერილში ნათქვამია, რომ როშჩინას ცხედარი დაუბრუნდება „უკრაინულ მხარეს დაკავებულთა ცხედრების გაცვლის ფარგლებში“. გარდაცვალების გარემოებებისა და მიზეზების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. მანამდე, GUR-ის წარმომადგენელმა ანდრეი იუსოვმა თქვა, რომ იგი პატიმართა ერთ-ერთ მომდევნო გაცვლაში უნდა ყოფილიყო ჩართული და ამისთვის იგი ტაგანროგიდან მოსკოვში გადაიყვანეს. ვიქტორიას გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია სამხედრო ტყვეთა მოპყრობის საკოორდინაციო შტაბის პრესსამსახურის ხელმძღვანელმა პიოტრ იაცენკომ დაადასტურა. უკრაინაში რუსეთის შემოჭრის დაწყებიდან როშჩინა ფრონტზე მუშაობდა როგორც სამხედრო ჟურნალისტი. ის ის ქვეყნდებოდა გამოცემა "ჰრომადსკაში, რადიო თავისუფლებასა და სხვა მედიაში. 2022 წლის გაზაფხულზე იგი დააკავეს FSB-ს ოფიცრებმა, მაგრამ შემდეგ გაათავისუფლეს. გათავისუფლების პერიოდში მან მიიღო IWMF-ის ჟურნალისტიკის გამბედაობის ჯილდო. 2023 წლის აგვისტოში ჟურნალისტი კვლავ გაუჩინარდა რუსეთის მიერ ოკუპირებული უკრაინის ტერიტორიიდან, როდესაც ჟურნალისტი სტატიას ამზადებდა "უკრაინსკა პრავდასთვის". მხოლოდ 2024 წლის 28 მაისს, მამის მოთხოვნის საპასუხოდ, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ პირველად დაადასტურა, რომ როჩინა ტყვედ აიყვანეს.
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
დუმის არჩევნების შემდეგ მობილიზაციის შესახებ ხმების ფონზე, რუსები საქართველოს საზღვარზე რიგში ჩადგნენ - რუსული მედია
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავტომობილების დაჯარიმების თაობაზე მოქალაქეებს თაღლითური SMS-ების შესახებ აფრთხილებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)