|
2016-02-23 18:49:21, 862 ნახვა
სამხედრო
საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი ეუთოს გენერალურ მდივანს ლამბერტო ძანიერს შეხვდა
ავსტრიაში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი ეუთოს გენერალურ მდივანს ლამბერტო ძანიერს შეხვდა. შეხვედრაზე საქართველოსა და ეუთოს შორის თანამშრომლობის გაღრმავების საკითხი განიხილეს. საუბარი შეეხო რეგიონში არსებულ უსაფრთხოების მდგომარეობას. მხარეებმა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებსა და ადმინისტრაციულ საზღვრებზე არსებული ვითარებაზეც იმსჯელეს. შეხვედრის ერთ-ერთი თემა იყო დემილიტარიზაციის პროცესი, რომელიც საქართველოში ეუთოს მხარდაჭერით წარმატებით ხორციელდება. „ბატონი ძანიერი საქართველოს ძალიან დიდი ხნის მეგობარია. ის ძალიან ხშირად ჩამოდის ჩვენს ქვეყანაში და ყველანაირად ცდილობს, რომ ეუთო მაქსიმალურად ინსტრუმენტული იყოს საქართველოში, განსაკუთრებით, მას შემდეგ, რაც აფხაზეთსა და „სამხრეთ ოსეთში“ რუსეთმა მისიები დაბლოკა. ბუნებრივია, რომ კიდევ უფრო მეტი აქტიურობაა საჭირო ამ ფორუმში, რომ მივაღწიოთ ამ ორგანიზაციის დაბრუნებას. ბატონი ძანიერი თავად უკვე რამდენიმე წელია ბევრს შრომობს ამ მიზნის მისაღწევად. ეს არ არის ადვილი, თუმცა, ვფიქრობ, რომ უმნიშვნელოვანესია, როდესაც პრაქტიკულად ყველა საერთაშორისო ორგანიზაციის - ეუთოს, ნატოს, ევროსაბჭოს ხელმძღვანელი თანაბრად, ცალსახად, ერთმნიშვნელოვნად დგას ჩვენი ქვეყნის ინტერესების სადარაჯოზე და ცდილობს, რომ დაეხმაროს საქართველოს ამ ძალიან მძიმე პერიოდში,“ - განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა. „ძალიან კარგი შეხვედრა იყო. განვიხილეთ საქართველოსა და ეუთოს შორის არსებული თანამშრომლობის საკითხები და, რა თქმა უნდა, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან მიმდინარე პროექტები. ჩვენ დიდ პროექტებს ვახორციელებთ, რომელიც ჭარბი საბრძოლო მასალების განადგურებას ისახავს მიზნად. ამ პროექტების განხორციელება მომავალშიც გაგრძელდება. ამ საკითხების გარდა, საკითხების უფრო ფართო სპექტრი განვიხილეთ - რეგიონში და ქვეყანაში არსებული მდგომარეობა. მე გავიხსენე ჩემი ბოლო ვიზიტი საქართველოში. ჩვენ ვცდილობთ კიდევ უფრო გავაძლიეროთ არსებული თანამშრომლობა. ეუთოს სამდივნოში სპეციალური ჯგუფი შეიქმნება, რომელიც სისტემატურად განიხილავს საქართველოსთან დაკავშირებულ საკითხებს და ეს ორგანიზაციის დღის წესრიგში მნიშვნელოვან საკითხად რჩება,“ - განაცხადა ეუთოს გენერალურმა მდივანმა.
ALDE-მ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო
ავსტრიის საგარეო მინისტრი - ეს არ არის ბაზარი, სადაც თქვენს მთავრობას შეეძლო ევაჭრა, დაეწყო ჩვენთან მოლაპარაკება და ჩვენ შეგვესუსტებინა ჩვენი პოზიცია ფუნდამენტურ ღირებულებებზე - ეს, არასდროს მოხდება
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
უკრაინამ რუსეთის ბალტიის ფლოტს დაარტყა
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)