|
2024-10-08 12:14:52, 470 ნახვა
პოლიტიკა
ჭიაბერაშვილი - ევროპარლამენტი საქართველოს საკითხს განიხილავს და რეზოლუციას მიიღებს - ეჭვი არ ეპარებათ, ხალხი ევროპულ არჩევანს გააკეთებს
8 ოქტომბერს, ევროპარლამენტი საქართველოს საკითხს განიხილავს და 9 ოქტომბერს, მიიღებს რეზოლუციას - საბედნიეროდ, არც ევროპარლამენტს, არც ევროსტრუქტურებს ეჭვი არ ეპარებათ, რომ 26 ოქტომბერს, ქართველი ხალხი ევროპული გზის სასარგებლო არჩევანს გააკეთებს,- ამის შესახებ "ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის" საგარეო მდივანი ზურაბ ჭიაბერაშვილი აცხადებს. ჭიაბერაშვილი, რომელიც ბრიუსელში, ევროპარლამენტში საქართველოს საკითხის განხილვას დაესწრება, ამბობს, რომ თუკი, "ქართული ოცნება" ხელისუფლებაში დარჩება, "ქართველი ხალხი არათუ სარგებელს ვერ მიიღებს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესიდან, არამედ საფრთხე შეექმნება იმ სარგებელსაც, რაც დღეს, თუნდაც უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით არსებობს". "8 ოქტომბერს, ევროპარლამენტი საქართველოს საკითხს განიხილავს და 9 ოქტომბერს, მიიღებს რეზოლუციას საქართველოზე, რომელიც ქართველი ხალხისთვის მკაფიო მხარდაჭერა იქნება და ასევე, მკაფიო შეთავაზება. თუკი, "ქართული ოცნება" რჩება, სამწუხაროდ, საქართველო დარჩება იზოლაციაში და ქართველი ხალხი არათუ სარგებელს ვერ მიიღებს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესიდან, არამედ საფრთხე შეექმნება იმ სარგებელსაც, რაც დღეს გვაქვს, თუნდაც უვიზო მიმოსვლა ევროპასთან. მეორე მხრივ, ევროპარლანეტი და ევროსტრუქტურები მკაფიოდ გვეუბნებიან, რომ თუ ქართველი ხალხი არჩევანს გააკეთებს ევროპული გზის სასარგებლოდ, მაშინ აქ იქნება უამრავი პოლიტიკური, ეკონომიკური, ფინანსური დახმარება და, საბედნიეროდ, არც ევროპარლამენტს, არც ევროსტრუქტურებს ეჭვი არ ეპარება, რომ 26 ოქტომბერს ქართველი ხალხი სწორედ ევროპული გზის სასარგებლო არჩევანს გააკეთებს",- აცხადებს ჭიაბერაშვილი.
ივანიშვილის წარმომადგენელი მდინარაძე ქართველ ხალხს ცენზურის უფრო გამკაცრებას და აღსრულებას პირდება
მდინარაძე ქვეყანაში ცენზურის სამსახურის ამოქმედებას კრიტიკულ მედიას და ოპოზიციას აბრალებს
უკრაინული რაკეტები ამჟამად რუსეთის რეგიონების ნახევარზე მეტს აღწევენ
Bloomberg: რუსეთის უმდიდრესი ადამიანების ქონება წლის დასაწყისიდან 4.82 მილიარდი დოლარით გაიზარდა
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
უკრაინამ Rheinmetall-ისგან 155 მმ-იანი საარტილერიო ჭურვები შეუკვეთა
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)