16:05 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-10-07 23:45:46, 342 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე - თავდაცვის შესაძლებლობების განვითარება ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, ინვესტიციები ჩაიდება ეროვნულ სამხედრო მრეწველობაში

თავდაცვის შესაძლებლობების განვითარება ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, თავდაცვის სამინისტროსთან ერთად, გვაქვს კონკრეტული გეგმა შემუშავებული, რომელსაც მივყვებით, მათ შორის, ინვესტიციები ჩაიდება ეროვნულ სამხედრო მრეწველობაში,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციისას განაცხადა.

კობახიძის თქმით, ინფრასტრუქტურის განვითარება და სამხედრო ბაზები არსებული გეგმის მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილია. 

"სამხედროების სოციალური მხარდაჭერის კუთხით ბევრი რამ გაკეთდა და მომავალშიც ბევრი რამ გაკეთდება, მათ შორის, განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ „ჯარის ქალაქის“ პროექტს, რომლითაც 1000-ზე მეტი სამხედრო დამატებით დაკმაყოფილდება ბინებით შემდეგი წლების განმავლობაში. ინფრასტრუქტურის განვითარება, სამხედრო ბაზები და ა.შ. ჩვენი გეგმის ძალიან მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილია",- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
გორში ტელე-რადიო კომპანია „თრიალეთის“ მხარდამჭერი აქცია გაიმართა
თიბისი სტუმრებს Tbilisi Open Air-ზე განსაკუთრებული შეთავაზებებით უმასპინძლებს
მდინარაძე ავალიანის საქმეზე დაზარებულებს მიმართავს - ნუ დავასწრებთ მოვლენებს
კუპრაძე - მოქალაქეებო კამერებით რუსული სპეცსამსახურები გვითვალთვალებენ, ეს ყველაფერი ივანიშვილის ანტიქართულმა რეჟიმმა აამოქმედა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics