17:15 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-10-07 13:30:04, 360 ნახვა

პოლიტიკა
ჰერჩინსკი - საქართველოს მთავრობამ მიიღო ბევრი ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც ქვეყანას ევროკავშირს აშორებს

საქართველოს მთავრობამ მიიღო ბევრი ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც ქვეყანას ევროკავშირს აშორებს,- ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა.

ჰერჩინსკის თქმით, გასული წლის დეკემბერში, საქართველოს ევროკავშირის წევრი ქვეყნის სტატუსი მიენიჭა, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება ქართველების დიდი უმრავლესობისთვის და განსაკუთრებით ახალგაზრდებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

"მაგრამ რა მოხდა მას შემდეგ, რაც საქართველო კანდიდატი ქვეყანა გახდა? მას შემდეგ, რაც გადავწყვიტეთ, რომ მზად ვართ, გულში ჩაგიკრათ? ბევრი რთული, საკამათო გადაწყვეტილების მიღება მოხდა თქვენი ქვეყნის, თქვენი მთავრობის მიერ, რომელმაც იმის ნაცვლად, რომ საქართველო უფრო დაეახლოებინა საქართველოს მოსახლეობის 90 პროცენტის ოცნებასთან - ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით - საქართველოს აშორებს ევროკავშირის წევრობისგან. ძალიან ბევრი გადაწყვეტილება, რომელიც მიიღეს საქართველოში პარლამენტმა, მთავრობამ, წინააღმდეგობაშია ევროკავშირის ძირითად ღირებულებებთან",- განაცხადა ელჩმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
IPI მოუწოდებს საქართველოს პროკურატურას, შეწყვიტოს ფორმულას წინააღმდეგ მიმდინარე გამოძიება
ანტვერპენში ხანძრის შედეგად სულ მცირე 5 ადამიანი გარდაიცვალა
ზალუჟნიმ ზელენსკის პრეზიდენტობის კანდიდატად კენჭისყრის განზრახვის შესახებ აცნობა
გორში ტელე-რადიო კომპანია „თრიალეთის“ მხარდამჭერი აქცია გაიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics