|
2016-02-23 16:38:04, 717 ნახვა
სამართალი
ნინო ლომჯარია: მამუკა ახვლედიანის გათავისუფლების გადაწყვეტილების გასაჩივრება ძალიან რთული იქნება
არასამთავრობო ორგანიზაცია "სამართლიანი არჩევნების" სამართლიანი კონსულტანტის ნინო ლომჯარიას განცხადებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარეობიდან მამუკა ახვლედიანის გადაყენება უკანონოა და აღნიშნული გადაწყვეტილება ყოველგვარი დისციპლინური პროცედურების გვერდის ავლითაა მიღებული. როგორც ლომჯარიამ ჟურნალისტებს განუცხადა, მამუკა ახვლედიანს გადაწყვეტილების გასაჩივრება გაუჭირდება, ვინდაიდან უმიზეზოდ გათავისუფლების გადაწყვეტილების გასაჩივრება სამართლებრივად პრობლემატურია. კერძოდ, ლომჯარიას განმარტებით, მოსამართლის გათავისუფლება დისციპლინური წესით ხდება, რასაც გასაჩივრების თავისი პროცედურა ახლავს, ხოლო ყოველგვარი საფუძვლის გარეშე გათავისუფლების გადაწყვეტილების გასაჩივრება პრობლემატურია, რადგან მსგავსი ფაქტი არ ყოფილა. ამიტომ, ლომჯარიას თქმით, გასაჩივრების მექანიზმები მოსაფიქრებელია: "არ ყოფილა დაცული ის პროცედურები, რაც აუცილებლად უნდა ახლდეს თან მოსამართლის გათავისუფლებას. კერძოდ, დისციპლინური დევნის პროცედურები, რაც აძლევს მოსამართლეს უფრო მეტ გარანტიას, დაიცვას საკუთარი თავი და გაასაჩივროს მიღებული გადაწყვეტილება. დღეს ეს გადაწყვეტილება მოკლებულია სამართლებრივ არგუმენტაციას. ძალიან რთული იქნება ალბათ მისი გასაჩივრებაც, რაზეც უნდა ვიმსჯელოთ იმიტომ, რომ მოსამართლის გათავისუფლება ხდება დისციპლინური წესით, რასაც ახლავს გასაჩივრების თავისი პროცედურა, ხოლო ასე უმიზეზოდ და ყოველგვარი საფუძვლის გარეშე გათავისუფლების გადაწყვეტილების გასაჩივრება ცოტა სამართლებრივად პრობლემატურია, რადგან მსგავსი რამ არ ყოფილა. ახვლედიანი გეგმავს გასაჩივრებას, თუმცა მოსაფიქრებელია გასაჩივრების მექანიზმები და ჩვენ ჩავერთვებით ამ კონსულტაციაში და მისი მხრიდანაც იყო თხოვნა, რომ დავეხმაროთ, რათა მიიღოს სწორი გადაწყვეტილება, რა გზით და რა ფორმით ჯობია რეაგირება მოხდეს ამ ყველაფერზე. ეს გადაწყვეტილება ნამდვილად უკანონოა და საბჭომ ნორმა გამოიყენა ბოროტად იმგვარად, რომ სრულიად უგულებელყო სამართლის დამოუკიდებლობა, მოსამართლის დანიშვნის ვადა იქნა უგულებელყოფილი და ყოველგვარი დისციპლინური პროცედურების გვერდის ავლით მიიღო გადაწყვეტილება", - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
დუმის არჩევნების შემდეგ მობილიზაციის შესახებ ხმების ფონზე, რუსები საქართველოს საზღვარზე რიგში ჩადგნენ - რუსული მედია
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავტომობილების დაჯარიმების თაობაზე მოქალაქეებს თაღლითური SMS-ების შესახებ აფრთხილებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)