|
2024-10-02 01:48:27, 1264 ნახვა
სხვადასხვა
ისრაელში, ირანის საჰაერო დარტყმების შედეგად საქართველოს ერთი მოქალაქე დაიჭრა
ისრაელში, ირანის საჰაერო დარტყმების შედეგად საქართველოს ერთი მოქალაქე დაიჭრა. ამის შესახებ ინფორმაცია "ინტერპრესნიუსს” საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. უწყების ინფორმაციით, აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია ისრაელში საქართველოს საელჩოში შევიდა. "ამ ეტაპზე საქართველოს ერთი მოქალაქის დაჭრის შესახებ შეგვიძლია ინფორმაციის დადასტურება”,- აცხადებენ უწყებაში. მედიის ინფორმაციით, ირანმა დაახლოებით 300-მდე ბალისტიკური რაკეტა გაუშვა ისრაელის მიმართულებით. Wall Street Journal წერს, რომ ისრაელმა ირანს შუამავალი წყაროების მეშვეობით განუცხადა, რომ აუცილებლად უპასუხებენ. საპასუხო დარტყმებში განიხილება თავდასხმა ირანის ბირთვული ობიექტებზე და ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე, ასევე ენერგოობიექტებზე. განახლება: თელ-ავივში პირველ ოქტომბერს მომხდარი ტერაქტის დროს დაჭრილი საქართველოს მოქალაქე კლინიკაში გარდაიცვალა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)