17:30 - 17 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-09-27 10:49:26, 313 ნახვა

საზოგადოება
ნასარიძე - აგრარული განათლების წახალისება სოფლის მეურნეობის დარგის განვითარებას შეუწყობს ხელს

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე თენგიზ ნასარიძე შვეიცარიული ფონდის Gebert Rüf Stiftung თავმჯდომარე როლანდ ზიგვარტს და ბორდის წევრებს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, მხარეებმა აგრარული განათლების ხელშეწყობის, სოფლის მეურნეობის სექტორში ახალგაზრდების მოზიდვის და მათი გადამზადების საკითხებზე იმსჯელეს.

“სახელმწიფო ყოველთვის იქნება მთავარი მხარდამჭერი და გულშემატკივარი სოფლის მეურნეობაში ახალგაზრდა კადრების მოზიდვის, მომზადების და აგრარულ სფეროში ჩართვის. ამ მიმართულებით შვეიცარიული გამოცდილების გაზიარება ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია“,- აღნიშნა თენგიზ ნასარიძემ.

შვეიცარიულმა ფონდმა Gebert Rüf Stiftung 2019 წელს დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ სარკინეთში “შვეიცარიული აგრარული სკოლა კავკასიას“ ააშენა, რომელიც სტუდენტებს მეცხოველეობაში, რძისა და რძის პროდუქტების გადამუშავებაში 3 წლიან პროფესიულ პროგრამას სთავაზობს. კომპლექსი ტრენინგ ცენტრსაც მოიცავს, სადაც ფერმერებსა და მოყვარულებს მოკლევადიანი პროფესიული კურსების გავლის შესაძლებლობა ექნებათ.

“ჩვენი მიზანი სოფლის მეურნეობის სფეროს განვითარებაში ახალგაზრდების ჩართულობის უზრუნველყოფა და მათთვის ბიძგის მიცემაა. გვსურს, რომ თქვენს ქვეყანაშიც დავნერგოთ ინოვაციური პროექტები. მოხარულები ვართ, როდესაც სახელმწიფოს მხრიდან ასეთ ჩართულობას და დაინტერესებას ვხედავთ“,- აღნიშნა როლანდ ზიგვარტმა.

შვეიცარიული ფონდი Gebert Rüf Stiftung ორიენტირებულია საგანმანათლებლო სფეროში  ინოვაციური პროექტების განხორციელებაზე, რომელიც ახალი ტექნოლოგიური გარღვევების და სამეწარმეო აზროვნების განვითარებას უწყობს ხელს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ბოკუჩავა: პრეზიდენტ სააკაშვილის პოსტი უცნაურია, მსგავსმა იმპულსურმა გადაწყვეტილებებმა მიგვიყვანა იქამდე, სადაც ვართ
ევროპარლამენტმა საქართველოზე კრიტიკული ანგარიში მიიღო
საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩი საგარეო უწყებაში დაიბარეს
სააკაშვილი: ჩემი თავმჯდომარეობის კანდიდატი არის ნანუკა ჟორჟოლიანი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics