|
2024-09-25 22:41:59, 628 ნახვა
ომი უკრაინაში
პუტინი - რუსეთი იტოვებს უფლებას, გამოიყენოს ბირთვული იარაღი აგრესიის შემთხვევაში, მათ შორის, თუ მტერი შექმნის კრიტიკულ საფრთხეს
რუსეთი იტოვებს უფლებას, გამოიყენოს ბირთვული იარაღი აგრესიის შემთხვევაში, მათ შორის, თუ მტერი შექმნის კრიტიკულ საფრთხეს ჩვეულებრივი იარაღის გამოყენებით, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა, უსაფრთხოების საბჭოს სხდომაზე განაცხადა. რუსეთის პრეზიდენტის თქმით, მოსკოვი ასევე გამოიყენებს ბირთვულ იარაღს ბელარუსის წინააღმდეგ აგრესიის შემთხვევაში. პუტინის განცხადებით, ბირთვული ტრიადა რჩება რუსეთის სახელმწიფოსა და მისი მოქალაქეების უსაფრთხოების ყველაზე მნიშვნელოვან გარანტად და მსოფლიოში სტრატეგიული პარიტეტისა და ძალთა ბალანსის შენარჩუნების ინსტრუმენტად. "აუცილებელია სტრატეგიული დაგეგმვის დოკუმენტის დებულებების მორგება არსებულ რეალობასთან. ჩატარდა რუსეთის მიდგომების ღრმა და ყოვლისმომცველი ანალიზი ბირთვული ძალების შესაძლო გამოყენების და მათი შესაძლო კორექტირების შესახებ. ამავდროულად, ჩვენ ვხედავთ, რომ არსებული სამხედრო და პოლიტიკური ვითარება დინამიკურად იცვლება. ჩვენ ვალდებულნი ვართ, გავითვალისწინოთ ეს, მათ შორის, არის რუსეთისა და ჩვენი მოკავშირეებისთვის სამხედრო საფრთხეებისა და რისკების ახალი წყაროების გაჩენა. ნათლად არის აღწერილი რუსეთის მიერ ბირთვული იარაღის გამოყენებაზე გადასვლის პირობები. ჩვენ განვიხილავთ ასეთ შესაძლებლობას უკვე მაშინ, როდესაც მივიღებთ სანდო ინფორმაციას საჰაერო კოსმოსური თავდასხმის საშუალებების მასობრივი გაშვებისა და ჩვენი სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის შესახებ. ვგულისხმობ სტრატეგიულ ან ტაქტიკურ თვითმფრინავებს, ფრთოსან რაკეტებს, უპილოტო თვითმფრინავებს, ჰიპერბგერით და სხვა თვითმფრინავებს", - განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
დუმის არჩევნების შემდეგ მობილიზაციის შესახებ ხმების ფონზე, რუსები საქართველოს საზღვარზე რიგში ჩადგნენ - რუსული მედია
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)