23:46 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-09-25 15:43:11, 375 ნახვა

პოლიტიკა
კალაძე კობახიძისთვის მიწვევის გაუქმებაზე - რაც უფრო მოახლოვდება არჩევნების თარიღი, ასეთი სიურპრიზი ბევრი იქნება

რაც უფრო მოახლოვდება არჩევნების თარიღი, ასეთი სიურპრიზი ბევრი იქნება, - ასე ეხმაურება თბილისის მერი კახა კალაძე ჟურნალისტებთან საუბრისას ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის მიღებაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიწვევის გაუქმებას. 

როგორც კალაძემ დღეს ჟურნალისტებს განუცხადა, ამ ყველაფრის მიზეზი არის ის, რომ ხელისუფლებამ თავისი ქვეყნის ეროვნული ინტერესები დაიცვა. 

„რაც უფრო მოახლოვდება არჩევნების თარიღი, ასეთი სიურპრიზები ბევრი იქნება. ბევრი არასწორი განცხადება იქნება, როდესაც თეთრზე შავს გვეუბნებიან, ბევრი იქნება თვალებში ნაცრის შეყრის მცდელობა. ასე რომ, მოულოდნელი არაფერია. უბრალოდ გასაკვირია ჯერ მოწვევა, შემდეგ კი გაუქმება.

ეს, რა თქმა უნდა, იმ კამპანიის ნაწილია, რომელსაც ვხედავთ ბოლო წლების და  თვეების განმავლობაში. ამას აქვს ერთი მარტივი ახსნა - საქართველომ დაიცვა საკუთარი ქვეყნის,  ხალხის და ეროვნული ინტერესები და ეს პოლიტიკა და დამოკიდებულება გაგრძელდება მომავალშიც. ჩვენ ვერ შეგვაშინებს ვერანაირი მუქარა, იმიტომ რომ ვაკეთებთ სწორ და რაც ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანია, ქართულ საქმეს“, - განაცხადა კახა კალაძემ. 

შეგახსენებთ, ამერიკის შეერთებულ შტატების პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ტრადიციული მიღება მსოფლიო ლიდერებისა და გაეროს მაღალჩინოსნებისთვის დღეს, 25 სექტემბერს ნიუ-იორკშია დაგეგმილი.

ინფორმაცია, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს მიღებაზე მიწვევა გაუუქმეს, თავდაპირველად "ამერიკის ხმამ" გაავრცელა. როგორც მედიასაშუალებამ დაწერა, პრემიერ-მინისტრის მიწვევის გაუქმებასთან ერთად, ადმინისტრაციამ ასევე უარი თქვა საქართველოს დელეგაციასთან ყველა შეხვედრაზე და პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე, ასევე უარი თქვა ჯეიკ სალივანმა, თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველმა. 

კობახიძის აშშ-ში ვიზიტი 22 სექტემბერს დაიწო და 26 სექტემბრამდე უნდა გაგრძელდეს. მთავრობის ადმინისტრაციის მიერ ვიზიტთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამი იყო, რომ კობახიძე აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენისა და მისი მეუღლის, ჯილ ბაიდენის სახელით გაეროს გენერალური ასამბლეის 79-ე სესიის მონაწილე დელეგაციათა მეთაურების პატივსაცემად გამართულ ოფიციალურ მიღებას დაესწრებოდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პროკურატურამ არასრულწლოვანი შვილების მიმართ ჩადენილი ტრეფიკინგის ფაქტზე 3 პირს ბრალდება წარუდგინა
ლაიენი: სამხრეთ კავკასია მსოფლიოს უდიდესი გზაჯვარედინია, სტრატეგიული მნიშვნელობა ზრდას აგრძელებს და აზერბაიჯანს ცენტრალური როლი აქვს
პროკურატურამ ფორმულას მიმართ აღძრულ საქმეზე გამოკითხვაზე ჟურნალისტი ნატუკა ლომაძე დაიბარა
მინდია შერვაშიძე ციხიდან გამოსვლისთანავე 500 ლარით დააჯარიმეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics